ლიკა კიკიანის მიერ გავრცელებულ ვიდეოს საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ფაქტი პროკურატურამ უნდა გამოიძიოს.
ამის შესახებ ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"გენინსპექციამ განაცხადა, რომ მზად არის პროკურატურას მასალები გადასცეს და ეს კარგია. ჩვენი ადვოკატი საქმეში სავარაუდოდ ჩაერთვება. ჩვენ ვცდილობთ მტკიცებულებების მოპოვებას. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაწერილი ვიდეო იყოს მოპოვებული. ეს იქნება მნიშვნელოვანი მტკიცებულება. მიუხედავად იმისა, რომ გენინსპექციის ინფორმაციით, პოლიციელების დანაშაულის ფაქტი არ გამოვლინდა, მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურამ ეს საქმე გამოიძოს,"-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ლიკა კიკიანმა ინტერნეტში ვიდეო გუშინ გაავრცელა, სადაც ჰყვება, რომ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტის დროს პოლიციამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დღეს ფაქტთან დაკავშირებით განცხადება შსს-მ გაავრცელა.
მასალის გამოყენების პირობები






