შსს კუს ტბაზე ლიკა კიკიანთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის ვიდეომასალას ავრცელებს (ვიდეო)
მაღალი საჯარო ინტერესის გამო, რომელიც თბილისში, კუს ტბაზე მომხდარმა ინციდენტმა გამოიწვია, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეოს გავრცელებიდან უმოკლეს დროში მოკვლევა ჩაატარა და გადაამოწმა ყველა გარემოება, რომელზეც მოქალაქე ლიკა კიკიანი აღნიშნულ ჩანაწერში საუბრობს, ამოიღო ვიდეოჩანაწერები და გამოკითხა ფაქტთან დაკავშირებული ყველა პირი, თუმცა თავად ლიკა კიკიანმა ახსნა-განმარტების მიცემაზე უარი განაცხადა და შსს-ს გენერალურ ინსპექციაში არ გამოცხადდა.
ლიკა კიკიანი რამდენიმე ეპიზოდში ამბობს, რომ 20-მდე პოლიციელმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ასევე ასახელებს გარეშე პირს - გრიგოლ ბ-ს, რომელიც ეპიზოდში მისი დახმარების მიზნით ჩაერთო და რომელიც პოლიციელებმა სასტიკად ცემეს. ჩვენ მიერ ამოღებულ ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ ლიკა კიკიანი და გრიგოლ ბ. ვაკის პოლიციის 1-ელ განყოფილებაში თავისუფლად შედიან და თავისუფლად ტოვებენ შენობას. გრიგოლ ბ. ასევე თავაზიანად ემშვიდობება პოლიციელებს. მისი ინფორმაციით, ლიკა კიკიანის ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ის ასევე უარყოფს მის მიმართ რაიმე ფიზიკურ შეურაცხყოფას პოლიციელების მხრიდან.
ლიკა კიკიანის მიერ დასახელებული დამლაგებელი - ბატონი როსტომ ო. აცხადებს, რომ ადგილზე მივიდა ლიკა კიკიანის დაძახებისთანავე, სადაც იგი შეესწრო გოგონას დაკავების ფაქტს. მისივე თქმით, ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. მან მხოლოდ კლუბის დირექტორს გადასცა ინფორმაცია ლიკა კიკიანის დაკავების შესახებ.
ჩანაწერში ლიკა კიკიანი ამბობს, რომ კუს ტბაზე დაშვებისას ოც პოლიციელს მოჰყავდა და ისინი მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მაშინ, როდესაც ამოღებულ ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ იგი მხოლოდ ორ პოლიციელს მოჰყავს და ყელში წვდომის ეპიზოდიც ამ ვიდეოჩანაწერით არ დასტურდება.
ლიკა კიკიანი აცხადებს, რომ სასტიკად იყო ნაცემი და შედეგად მიიღო მრავლობითი დაზიანებები, რაზეც დგინდება, რომ გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმებმა გარეგანი დათვალიერებით დაზიანებები ვერ დააფიქსირეს, თუმცა შესთავაზეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაც, რაზეც ლიკა კიკიანმა უარი განაცხადა. აღნიშნული დაფიქსირებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოქმში. ასევე გამოკითხული ქალი პოლიციელი, რომელმაც დაკავებული ლიკა კიკიანი პოლიციის განყოფილებაში შეამოწმა, მიუთითებს, რომ მას სხეულზე არანირი სისხლნაჟღენთი ან ტრავმა არ აღენიშნებოდა. დამატებით გვსურს პასუხი გავცეთ ვიდეოჩანაწერში გამოთქმულ ვარაუდს, თითქოს ლიკა კიკიანი პოლიციამ ორ დღეში დაიბარა იმ განზრახვით, რომ დაზიანებები გაუქრებოდა. აღნიშნულს კიდევ ერთხელ გამორიცხავს ის, რომ ლიკა კიკიანმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს კლინიკაში დამატებითი შემოწმების ჩატარებაზე უარი განუცხადა.
ლიკა კიკიანი ჩანაწერში ამბობს, რომ მას მაისური „შემოახადეს“. ვიდეოჩანაწერებში, როგორც კუს ტბაზე დაკავებისას, ასევე პოლიციის განყოფილებაში, ჩანს, რომ მას მაისური აცვია და ის დაუზიანებელია.
როგორც ალკოტესტი, ასევე ახსნა-განმარტებები ადასტურებს, რომ ლიკა კიკიანი იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. კლუბის ხელმძღვანელის გადმოცემით, როდესაც მან პირველად ნახა ლიკა კიკიანი პოლიციის განყოფილებაში, არავითარი დაზიანებები არ აღენიშნებოდა და იგი იყო მშვიდად. ასევე გამოიკითხა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ყველა პირი, რომლებიც ლიკა კიკიანის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას კატეგორიულად უარყოფენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოხატავს სრულ მზადყოფნას აღნიშნული მასალები საქართველოს პროკურატურას გადაუგზავნოს სწრაფი და ეფექტური გამოძიებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






