„ბიბისის“ ინფორმაციით, მოლაპარაკებების მიზანს "თალიბანსა" და ავღანეთის მთავრობას შორის არსებული დაპირისპირების აღმოფხვრა და ექსტრემისტების მიერ თავდასხმების შეწყვეტა წარმოადგენს.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მშვიდობის დამყარებისთვის აუცილებელი საკითხები განიხილეს. მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი რამადანის შემდეგ გაიმართება.
"თალიბებმა" ავღანეთში ძალაუფლება 1996 წელს მოიპოვეს. მებრძოლები ავღანეთში თავდასხმებს ხშირად ახორციელებდნენ, მაგრამ აშშ-ის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, 2012 წელს საერთაშორისო კოალიციის ძალებმა დაამხეს, გაერომ კი 2013 წელს ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა. თალიბები ავთანეთისა და აოკისტანის ტერიტორიის მნიშვნელოვავ ტერიტორიებს დღემდე აკონტროლებენ და პერიოდულად მშიდობიან მოსახლეობასა და სამხედრო პირებს ესხმიან თავს. ისინი ავღანეთში ნატო-ს ჯარების არსებობას აპროტესტებენ და ქვეყნის მთავრობის წინააღმდეგ იბრძვიან.
მასალის გამოყენების პირობები






