ამის შესახებ საქმის არსებითი განხილვის შემდეგ პროკურორმა განაცხადა.
არც ადვოკატს და არც პროკურორს არ დაუკონკრეტებია ვის წინააღმდეგ მისცეს კონკრეტულად სპეცრაზმელებმა ჩვენება და რა განაცხადეს მათ.
საქმის განხილვა 15 ივლისს გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელები ერთ საკანში არიან გადაყვანილი. რაც შეეხება მოტივს, თუ რატომ მოხდა მათი ერთ საკანში მოთავსება, ჯერჯერობით უცნობია.
საქმეზე ბრალდებული კახა ნაკანის ადვოკატი კახა შონია ეჭვობდა, რომ 7 სპეცრაზმელის ერთ საკანში მოთავსება მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ არის მიმართული. როგორც შონია ამბობდა, ყოფილი სპეცრაზმელები ციხეში პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, ხოლო ნაკანი დაკავებიდან დღემდე სამარტოო საკანშია მოთავსებული.
ადვოკატის ინფორმაციით, ამის მიზეზი არის ის, რომ 7 ყოფილი სპეცრაზმელისგან ნაკანის საწინააღმდეგო ჩვენების მიღება სურთ.
მასალის გამოყენების პირობები






