რა ქონება აღმოაჩნდა მოსამართლეს, რომლის განაჩენმაც ოდესის გუბერნატორი აღაშფოთა
მსოფლიო - 14:11, 08 Jul, 2015     6813
"მოსამართლე, რომელზეც სააკაშვილი გაბრაზდა ფლობს მანქანას, რომელიც მისი ორი წლის შემოსავალი ღირს" - სტატიას სათაურით უკრაინული გამოცემა - 368.media აქვეყნებს. გამოცემის თანახმად, ოდესის ზღვისპირეთის რაიონული საამართლოს მოსამართლე, ალექსეი კაპლია, რომლის გადაწყვეტილებამ, ქრთამის აღების ფაქტზე ორი პოლიციელის გათავისუფლების შესახებ მიხეილ სააკაშვილის აღშფოთება გამოიწვია, შესაძლოა სკანდალში გაეხვეს. უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოსამართლე 2012 წლის Mercedes ML 3х-ს ფლობს, რომლის ღირებულებაც 100 ათას დოლარს შეადგენს, რაც მისი ორი წლის შემოსავალს უდრის.

აღნიშნული სტატია "ფეისბუკის" გვერდზე ოდესის ოლქის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმაც გააზიარა.

"აი, პირველი პუბლიკაციაც. აღმოჩნდა, რომ მოსამართლე კაპლი 2012 წლის Mercedes ML 3х-ით დადის. ეს „მერსედესი“ ზღვაში წვეთია სასამართლო სისტემის უკანონო შემოსავლებიდან" - წერს სააკაშვილი.

ცოტა ხნით ადრე, მიხეილ სააკაშვილმა ოდესის მოსახლეობას კორუმპირებული ჩინოვნიკების მხილებისკენ მოუწოდა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, თავისუფლებაზე გამოშვებული მექრთამე პოლიციელები ალბათ მოსამართლესთან ერთად სადმე ნიცის ტავერნაში დასხდებიან და უკრაინის ხელისუფლებას დასცინებენ.

„რადგან მოსამართლეები დაგვცინიან, მოდით ჩვენ თვითონ, საზოგადოებამ დავიწყოთ მათი კონტროლი. მე მოვუწოდებ ოდესის მოსახლეობას, შევქმნათ ჯგუფები, რომლებიც გაარკვევენ , სად ცხოვრობს მოსამართლე კაპლანი, როგორ სახლში, როგორი მანქანით დადის...ცხოვრობს კი, ის თავის მოსამართლის ხელფასზე, თუ სხვა შემოსავალი აქვს...რევოლუცია უკრაინაში არ დასრულდება მანამ, ვიდრე ასეთი სუბიექტები უკრაინელ ხალხის დაცინვას აგრძელებენ“ - განაცხადა სააკაშვილმა





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42