„ჯადო მართლაც არსებობს, მარტივად რომ ვთქვათ ჯადო - ეს არის დესტრუქცია, რომელიც კონკრეტულ ადამიანში შეაქვს მასზე ფსიქიკურად ძლიერ პიროვნებას. ეს არის ნგრევის პროგრამა, ადამიანის ცნობიერების მართვა სხვა ადამიანის მიერ, ერთგვარი ზომბირება, აზრობრივი ფორმის შექმნა“ - აცხადებს ბერიძე, მისი თქმით ჯადო რამდენიმე სახის არსებობს.
„ხშირად ჯადოებს მგლის ქონისგან ამზადებენ. ამ დროს მგელში აკუმულირებული თვისებები გადაეცემა მსხვერპლს... მენსტრუალური სისხლის სულ რაღაც 2-3 წვეთის საკვებშიც შეპარებაც კი საკმარისია, რომ უცხო ქალმა სუსტი ფსიქიკის მამაკაცი დაიმონოს. იცით მექანიზმი როგორია? მენსტრუალური სისხლი შეიცავს ინფორმაციას პატრონის შესახებ და მამაკაცს ამ ქალის მიმართ ლტოლვა და მიჯაჭვულობის შეგრძნება უჩნდება. ჯადო მხოლოდ სუსტი ფსიქიკის ადამიანზე მოქმედებს. ნეგატიური ინფორმაციის გაგზავნა ანუ ჯადოს გაკეთება სურათითაც შეიძლება. ამიტომ ყველას ვურჩევ ნუ გამოფენენ სურათებს სოციალურ ქსელში. სურათი ადამიანის ენერგო-ინფორმაციული ველის მატარებელია, რომელსაც ჯადობაზი იყენებს. სოციალური ქსელიდან ამობეჭდილი სურათის სასაფლაოზე დაგდებაც კი საკმარისია, რომ პატრონისკენ ნეგატიური ინფორმაციის ნაკადი დაიძრას, რადგან სასაფლაო უარყოფითი ენერგეტიკითაა გაჯერებული, ხოლო სურათს აქვს უნარი მიიზიდოს, როგორც დადებითი, ისე - უარყოფითი ენერგია“ - აღნიშნავს მეტაფიზიკოსი.
წყარო „ასავალ-დასავალი“
მასალის გამოყენების პირობები






