ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული მიხეილ ძაძამიას და კობა ხარშილაძის ადვოკატი საქმეს „შეთითხნულს“ უწოდებს. იგი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. ბექა ბასიალაია დარწმუნებულია, რომ სამართლიანი განაჩენი დადგება.
"ეს საქმე შეთითხნილია და ყველამ კარგად იცის. ნაფიცი მსაჯულების გვჯერა და მათი ობიექტურობის. დაცვის მხარე აპირებს ისაუბროს ყველა დეტალზე, რაზეც კითვის ნიშანია. ყველასთვის ცნობილი იყო ეს დეტალები. ყველამ კარგად იცის რატომ მიდიოდა ჟვანია იმ დღეს იმ ბინაში და რატომ მოითხოვა დაცვისგან მარტო დატოვება. უბრალოდ გვაქვს ისეთი რეალობა, რომ დაცვის წევრების კეთილსინდისიერება და მათი განწყობა ჟვანიას მიმართ, ასე იქნა გამოყენებული. დაცვის წევრები აპირებდნენ, რომ მისი საიდუმლო შეენახათ სიკვდილის შემდეგაც, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკური ძალები ამ თემას სათავისოდ იყენებენ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ისაუბრებენ ამაზე“, - განაცხადა ბასილაიამ.
შეგახსენებთ, ზურაბ ჟვანიას საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.
მასალის გამოყენების პირობები






