„მარჯვენასაჭიანების შეზღუდვაზე მინდა ჩემი აზრი დავაფიქსირო.
პირველი - საცობების პრობლემა მარჯვენასაჭიანების ბრალი არ არის და ეს ისეთივე სასაცილო არგუმენტია, როგორც საცობი და ავტომობილის ფერი.
მეორე - იაპონური ავტომობილი (მარჯვენასაჭიანი უმეტეს შემთხვევაში იაპონიიდან შემოდის) გაცილებით იაფი და ხარისხიანია, რაც მისაღებია ჩვენი რეალობისთვის.
მესამე - მოდი შევეშვათ სირაქლემას პოზაში ყოფნას და კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ საცობების შექმნის ან პროვოცირების მიზეზების ძირითადი ნაწილი:
ა. მართვის მოწმობის სიმბოლური პრაქტიკული გამოცდა - მძღოლს ვერ მოსთხოვ იმაზე მეტ დინამიკას რაც მართვის მოწმობის გამოცდაზე მოსთხოვე.
ბ. საგზაო მონიშვნები - ვერ მოსთხოვ არ გადაკვეთოს არარსებული ან ერთმანეთს აცდენილი ზოლები.
გ. საპატრულო ეკიპაჟების კვალიფიკაცია - პოლიციელი ვერ მოსთხოვს მძღოლს იმას, რაც თავისთვისაც მისაღებია. ისიც ამ რეალობაში გაიზარდა.
დ. შუქნიშნების და გზაჯვარედინების არასწორი დაგეგმვა - მაგალითად (სულ უბრალო) ჭავჭავაძის გამზირზე მარცხნივ შეხვევა და ისიც პირდაპირ ავტობუსის გაჩერების გასწვრივ.
ე. კულტურა - მძღოლების მხოლოდ მცირე ნაწილი ფიქრობს სხვა მძღოლის კომფორტზე.
მოკლედ ჩამონათვალი დიდია და თანაც ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ არის და რატომ ვებრძვით ქარის წისქვილებს არ მესმის“.
გუშინ თბილისის მერმა განაცხადა, რომ მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






