წყალტუბოში ფიფას სტანდარტების სტადიონის შენდება
სპორტი - 10:32, 08 Jul, 2015     1711
ფიფას სტანდარტებით, ორვარსკვლავიანი ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მშენებლობა ქალაქ წყალტუბოში შეუფერხებლად მიმდინარეობს. სტადიონს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ აშენებს.

ამ ეტაპისთვის უკვე აშენებულია გასახდელები და კაფე, წყლის რეზერვუარი და სატრანსფორმატორო. პროექტის ამ ნაწილში მხოლოდ შენობების მოპირკეთებისა და ღებვის სამუშაოებია განსახორციელებელი.

მოედნის ტერიტორიაზე ჩატარდა გრუნტის სამუშაოები,დატკეპნილია 600 კუბური მეტრი ქვიშა-ღორღი, ჩალაგდა და შესაბამის ქსოვილში შეიფუთა დრენაჟები; გაკეთებულია საძირკველი ბეტონის კარკასისთვის; დამაგრებულიაგანათების ბოძები და ანკერები. პროექტის ამ ნაწილში დარჩენილია მხოლოდ ხელოვნური საფარის მოწყობისა და აქსესუარების მონტაჟის სამუშაოები.

პარალელურად, მიმდინარეობს 800 კუბამეტრი გრუნტის დატკეპნა ავტოსადგომისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე.

ახალი სტადიონის მშენებლობა წყალტუბოში 2014 წლის დეკემბერში დაიწყო და მისი დასრულება წელს იგეგმება. პროექტი ითვალისწინებს ხელოვნური საფარის დაგებას 7280კვადრატული მეტრი ფართობის მოედანზე და ავტოსადგომის მოწყობას 7960 კვადრატულ მეტრ ფართობზე.

წყალტუბოს ახალი სტადიონის მშენებლობა სახელმწიფო და მუნიციპალური ბიუჯეტებიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 მილიონი ლარია. სამუშაოებზე 34 ადამიანია დასაქმებული.

ახალი, ფიფას სტანდარტებით, ორვარსკვლავიანი სტადიონი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქალაქის ინფრასტრუქტურას და ხელსშეუწყობსწყალტუბოშიფეხბურთის განვითარებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42