შეგახსენებთ, გუშინ სომხეთის პოლიციამ ბაგრამიანის მოედანზე აქტიივისტების მიერ აგებული ბარიაკდები დაშალა. მომიტინგეებმა სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რის გამოც რამდენიმე მათგანი დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, თითქმის ორი კვირაა სომხეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მომიტინგეები, სომხეთის მარეგულირებელი კომისიის მიერ ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებას აპროტესტებენ და მის გაუქმებას ითხოვენ. კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, ელექტროენერგია 6,93 სომხური დრამით (0,015 დოლარი) ძვირდება და 48,78 დრამი ხდება.
23 ივნისის დილას სომხეთის დედაქალაქში პოლიციამ დემონსტრანტები ძალის გამოყენებით და წყლის ჭავლით დაშალა.
ერთკვირიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ პრეზიდენტმა სარგსიანმა განაცხადა, რომ დენის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებდა, თუმცა აქციის მონაწილეები დაშლას მაინც არ აპირებენ.
28 ივნისს, მომიტინგეებმა "თავისუფლების მოედნიდან" ბაგრამიანის პროსპექტისკენ გადაინაცვლეს, პოლიციამ მათ ტერიტორიის დატოვებისკენ არაერთხელ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაემუქრნენ.
ამ მოწოდების შემდეგ, მომიტინგეების მასა ორ ნაწილად გაიყო. ნაწილმა ტერიტორია დატოვა და თავისუფლების მოედანზე დაბრუნდა, ნაწილი კი ბაგრამიანის პროსპექტზე დარჩა.
თავისუფლებისა და ბაგრამიანის მოდანზე მყოფი აქტივისტები იმ პოლიციელების დასჯასაც მოითხოვენ, რომლებმაც 23 ივნისს დემონსტრანტთა დაშლისას განსაკუთრებული სისასტიკე გამოიჩინეს.
მასალის გამოყენების პირობები






