„არანაირი სისხლის სამართლის საქმე არ ყოფილა და არც არის. ეს არის ცრუ ინფორმაცია“ - განაცხადა მან და დასძინა, რომ საყვარელიძესთან არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია.
შეგახსენებთ, გუშინ ანტიკორუფციული ოპერაციის შედეგად გენპროკურატურისა და კიევის რეგიონალური პროკურატურის მაღალჩინოსნები დააკავეს, რომლებიც 3 მილიონი გრივნის ოდენობის ქრთამის აღებაში არიან ეჭვმიტანილები.
უკრაინულ მედიაში გუშინვე გავრცელდა ინფორმაცია, დავით საყვარელიძის ხელმძღვანელობით და უშიშროების სამსახურის მეთაურის ვასილ გრიცაკის დახმარებით, ალფას სპეცსამსახურის თანამშრომლებმა შტურმით აიღეს კიევის პროკურატურის შენობა და გენერალური პროკურატურის ორი მაღალი რანგის ხელმძღვანელი პირი დააკავეს. მედიის ინფორმაციით, საყვარელიძემ ჩხრეკა ყოველგვარი კანონიერების გარეშე ჩაატარა, თან ისე, რომ გენპროკურორის მოვალეობის შემსრულებლისთვის ამის შესახებ არ უცნობებია. სწორედ ამიტომ, გუზირმა დავით საყვარელიძის წინააღმდეგ „შენობის უკანონო დაკავების“ გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
მასალის გამოყენების პირობები






