შეგახსენებთ, დღეს დილით, პოლიციამ ბაგრამიანის მოედნის ბარიკადებისგან გათავისუფლება დაიწყო. სამართალდამცავებმა, აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოედნის ბარიკადებისგან გასათავისუფლებლად ვადა ადგილობრივი დროით 12:30 საათამდე მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოქმედებაზე გადასვლის პირობა დადეს.
ამავდროულად, სომხური მედიის ცნობით, დემონსტრანტები მთავრობას ახალი პირობით მიმართავენ. მათი თქმით, 6 ივლისს, 21:00 საათამდე ხელისუფლებამ ერთი თხოვნა მაინც უნდა დააკმაყოფილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციის მონაწილეები დაიწყებენ ახალ საპროტესტო გამოსვლებს "ერთი ნაბიჯით წინ".
შეგახსენებთ, თითქმის ორი კვირაა სომხეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მომიტინგეები, სომხეთის მარეგულირებელი კომისიის მიერ ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებას აპროტესტებენ. კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, ელექტროენერგია 6,93 სომხური დრამით (0,015 დოლარი) ძვირდება და 48,78 დრამი ხდება.
23 ივნისის დილას სომხეთის დედაქალაქში პოლიციამ დემონსტრანტები ძალის გამოყენებით და წყლის ჭავლით დაშალა.
ერთკვირიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ პრეზიდენტმა სარგსიანმა განაცხადა, რომ დენის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებდა, თუმცა აქციის მონაწილეები დაშლას მაინც არ აპირებენ.
28 ივნისს, მომიტინგეებმა "თავისუფლების მოედნიდან" ბაგრამიანის პროსპექტისკენ გადაინაცვლეს, პოლიციამ მათ ტერიტორიის დატოვებისკენ არაერთხელ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალის გამოყენებით დაემუქრნენ.
ამ მოწოდების შემდეგ, მომიტინგეების მასა ორ ნაწილად გაიყო. ნაწილმა ტერიტორია დატოვა და თავისუფლების მოედანზე დაბრუნდა, ნაწილი კი ბაგრამიანის პროსპექტზე დარჩა.
მასალის გამოყენების პირობები






