„ციპრასმა ის ბოლო ხიდები დაანგრია, რომლითაც ევროპასა და საბერძნეთს კომპრომისისაკენ სვლა შეეძლოთ. მასა და მის მთავრობას ბერძენი ხალხი უიმედობის გზაზე მიჰყავს“ - განაცხადა მინისტრმა.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედარგ რინკევიჩის განცხადებით კი რეფერენდუმის შედეგები, ევროზონიდან საბერძნეთის დატოვებისკენ გადადგმული ნაბიჯია.
„რა თქმა უნდა, რეფერენდუმზე საბერძნეთის მოსახლეობის სურვილი გამოიხატა, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. თუმცა პატივსაცემია სხვა ევროპელების სურვილებიც“ - განაცხადა რინკევიჩმა და დასძინა, რომ კომპრომისის მიღწევა აუცილებელია.
შეგახსენებთ, საბერძნეთში რეფერენდუმი გუშინ ჩატარდა. საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვყნებული ბოლო მონაცემებით, რეფერენდუმის მონაწილეთა 61.3%-მა საერთაშორისო კრედიტორების მიერ შემოთავაზებული მოთხოვნების შესრულებაზე უარი განაცხადა. პრემიერმა, ალექსის ცირპრასმა მოსახლეობას უკვე მიმართა და გაბედული არჩევანისთვის მადლობა გადაუხადა და კრედიტორებთან მოლაპარაკებისთვის მზაობა განაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები






