„საბერძნეთის ეკონომიკის აღსადგენად რთული გადაწყვეტილებისა და რეფორმების მიღებაა საჭირო. ველოდებით საბერძნეთის მთავრობის ინიციატივებს“ - განაცხადა მან.
მანამ, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა სატელეფონო საუბრისას განაცხადეს, რომ ბერძენი ხალხის ნებას პატივი უნდა სცენ.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, პაოლო ჯენტილონის თქმით, ახლა კარგი დროა იმისათვის, რომ ათენთან შეთანხმება სცადონ თუმცა, ბერძნული ლაბირინთიდან გამოსავალი არ არსებობს.
ევროსაბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროზონის სამიტზე საბერძნეთის საკითხს ხვალ განიხილავენ.
შეგახსენებთ, საბერძნეთში რეფერენდუმი გუშინ ჩატარდა. საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვყნებული ბოლო მონაცემებით, რეფერენდუმის მონაწილეთა 61.3%-მა საერთაშორისო კრედიტორების მიერ შემოთავაზებული მოთხოვნების შესრულებაზე უარი განაცხადა. პრემიერ ციპრასის განცხადებით, კრედიტორებთან მოლაპარაკებას რეფერნდუმის შედეგების გამოქვეყნებისთანავე დაიწყებენ.
მასალის გამოყენების პირობები






