საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი, იანის ვარუფაკისი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.
გამოცემის თანახმად, ვარუფაკიუსმა გადადგომის შესახებ განცხადება საკუთარ ბლოგზე დაწერა და მიზეზად ევროჯგუფის ზოგიერთი წევრის „სურვილები“ დაასახელა:
„მე ამაყად ავიტან კრედიტორების სიძულვილს. მინდა იცოდეთ, რომ სრულად ვუჭერ მხარს პრემიერ ციპრასს. ახალ ფინანსთა მინისტრსა და ჩვენს მთავრობას“ - წერს ვარუფაკისი სათაურით „მინისტრი აღარ ვარ!“
გავრცელებული ინფორმაციით, ევროჯგუფის ლიდერებს მოლაპარაკებებში მისი ჩართვა არ სურთ, რაც მისი თანამდებობიდან წასვლის მიზეზი გახდა.
რეფერენდუმამდე რამდენიმე დღით აადრე, საბერძნეთის ახალ უკვე ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ თუკი ბერძნები კრედიტორთა შეთავაზებებს დათანხმდებოდნენ, თანამდებობას დატოვებდა. თუმცა, რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, ამომრჩეველთა 61.3%-მა კრედიტორების წინააღმდეგ მისცა ხმა.
ვარუფაკისმა არაერთხელ დაადანაშაულა საერთაშორისო კრედიტორები „ტერორიზმში“, იმის გათვალისწინებით, რომ მათ ბერძნების დამცირება სურთ.
მასალის გამოყენების პირობები






