პოლიციიდან დაკითხვის შემდეგ გამოსულმა მამუკა მიქაუტაძემ თბილისის ზღვაზე თავი მოიკლა. შემთხვევა ორი წლის წინ მოხდა. მან ჩვენება საკუთარი მეგობრის, გელა მანჟავიძის წინააღმდეგ მისცა, რომელმაც ორწლიანი დუმილი „იმედის კვირაში“ დაარღვია.
მისი თქმით, 2013 წლის 5 ივლისს შეშელიძის ქუჩაზე მდებარე სატვირთო ავტომობილების სადგომზე ამავე სადგომის თანამშრომელთან მამუკა მიქაუტაძესთან ერთად უკანონოდ დააკავეს, მარიხუანა კი შემთხვევის ადგილზე ცენტრალური კრიმინალური სამმართველოს თანამშრომლებმა მიიტანეს.
მანჯავიძე ადასტურებს, რომ პოლიციაში მის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება გამოსძალეს, რის გამოც მიქაუტაძემ თავი მოიკლა.
როგორც ის ამბობს, მოგვიანებით იძულებული გახდა პოლიციისთვის ცრუ ჩვენება თავადაც მიეცა და მიქაუტაძესთან ერთად ადგილზე მარიხუანას მიტანა ეღიარებინა.
„რა არის იცი? მე რომ ეგ არ მეთქვა ის მთელი გრუპა უნდა დაეჭირათ პლანის ჩადებაზე“, - ამბობს მანჟავიძე „იმედის კვირასთან“ საუბრისას.
მისი თქმით, გამოძიებისთვის მიცემული მისი აღიარებითი ჩვენება, რომელიც შსს-ს გენინსპექციის დასკვნაშიც არის მოყვანილი იძულებით არის მიცემული.
მიქაუტაძის და მანჟავიძის დაკავებას სხვა სატვირთოების მძღომელბიც შეესწრნენ. როგორც ისინი ამბობენ, ნარკოტიკული საშუალება მათ არ დაუნახავთ.
იურისტი გიორგი მშვენიერიძე ამბობს, რომ პოლიციელებმა კანონი დაკავებისთანავე დაარღვიეს.
როგორც ცნობილია, თავდაპირველად მანჯავიძის წინაამღდეგ მხოლოდ მიქაუტაძის ჩვენება იყო.
ნიშანდობლივია, რომ გელა მანჯავიძემ გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მას შემდეგ მისცა, როდესაც მთავარი მოწმე ცოცხალი აღარ იყო და მიქაუტაძის ჩვენება კითხვის ქვეშ იყო.
რაც შეეხება მიქაუტაძის ჩვენებას, წერის რომ : „პოლიციის თანამშრომლებიც მოსვლის მომენტში გელამ იხელთა დრო და მანქანის ფანჯრიდან სწრაფად გადააგდო აღნიშნული პაკეტი, რომელშიც მისი განმარტებით იყო მარიხუანა. გელას მანამდე ჩვენთან არასოდეს მოუტანია ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“, თუმცა იცოდა, რომ დროდადრო მოვიხმარდი აღნიშნულ საშუალებას. მე დაახლოებით 10 დღის წინაც მოვიხმარე მარიხუანა, რომელიც მომიატანა მამაკაცმა, რომლის მანქანასაც მე ვარემონტებდი“.
ჩვენებაში დაფიქსირდა ერთი შეცდომა. მანჯავიძე ამბობს, რომ მიქაუტაძის ჩვენება გამომძიებელმა დაკავების დღეს, გვიან წაუკითხა, რაც მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. მანამდე მან მიქაუტაძე პოლიციაში ნახა, რომ სახეზე ფერი არ ედო.
პოლიციის განყოფილებიდან მიქაუტაძე 23:00 საათზე შეშელიძის ქუჩაზე მდებარე ავტოსადგომზე მივიდა, სადაც მანქანა ჰყავდა დატოვებული.
მისი თანამშრომლები პირველები იყვნენე, ვინც პოლიციაში ცემის და ჩვენების გამოძალვის შესახებ უამბო.
5 ივლისის ღამეს მიქაუტაძე მეუღლემაც სტრესულ მდგომარეობაში ნახა. პოლიციაში ზეწოლის დეტალები მეუღლესაც უამბო. მისი თქმით, მამუკა მიქაუტაძემ ტელეფონი გამორთო, რადგან ვიღაცის ზარის ეშინოდა.
გელა მანჯავიძის ინფორმაციით, მიქაუტაძეს პოლიციელების ზარის ეშინოდა, რომლებიც მას სთხოვდნენ ინფორმაცია სატვირთო ავტომობილების სხვა მძღოლებზეც, მათ შორის გიორგი ბაქრაძეზეც მიეწოდებინა. მისივე თქმით, მიქაუტაძე მარიხუანას ნამდვილად მოიხმარდა და ორი თვით ადრე ის პოლიციას ამ ფაქტზე დაჭერილიც ჰყავდა. როგორც მანჟავიძე ამბობს, სატვირთო ავტომობილების მძღოლები პოლიციაში ჩაშვებულები იყვნენ და პოლიცია მიქაუტაძეს მათ წინააღმდეგ ინფორმაციის შეგროვებას სთხოვდა. მიქაუტაძის დაკავებამდე ერთი დღით ადრე შსს-მ საზოგადოებას სატვირთო ავტომობილში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ამოღების შესახებ ამცნო. 116 კგ ჰეროინი ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს, ვინც მიქაუტაძის საქმეშიც ფიგურირებენ. საქმის მთავარი მოწმე გიორგი ბაქრაძე კი სამი კვირის წინ ვაჟა-ფშაველაზე მდებარე ერთ-ერთი ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს.მასალის გამოყენების პირობები






