ილია მეორე - ევროპის სტრუქტურები საჭიროა, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ჩვენი ფასეულობა
რელიგია - 14:20, 05 Jul, 2015     2517
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, ქართული მეცნიერება, სულიერება იმდენად ძლიერია და იმდენად მაღლა დგას, რომ ბევრი რამ უცხო ქვეყნებმა შეიძლება საქართველოსგან ისწავლონ. შესაბამისად, ევროპას უნდა ვაჩვენოთ, რომ მაღალი კულტურა ევროპაზე ადრე საქართველოს ჰქონდა.
"თქვენ იცით, რომ საბერძნეთში არის ხალხის გამოკითხვა, სურთ თუ არა დარჩნენ ევროკავშირში, ევროსაბჭოში. მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ევროპის სტრუქტურები საჭიროა, მაგრამ ამავე დროს ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ჩვენი ფასეულობა, ჩვენი ქართული, ისტორიული, კულტურული, სულიერი, მეცნიერული ფასეულობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროპას ვაჩვენოთ, რომ მაღალი კულტურა ევროპაზე ადრე საქართველოს ჰქონდა. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენი მეცნიერება, ჩვენი სულიერება იმდენად ძლიერია, იმდენად მაღლა დგას, რომ ბევრი რამ შეიძლება უცხო ქვეყნებმა საქართველოსგან ისწავლონ. ჩვენ ბერძენ ხალხს ვუსურვებთ, მშვიდობამ დაისადგუროს მათ გულში, მათ ქვეყანაში. მით უმეტეს, როცა ჩვენ გვიჭირდა, მრავალი ქართველი საბერძნეთში წავიდა და იქიდან ეხმარებოდა საქართველოს და ოჯახებს. ვფიქრობ, ეს განსაცდელი საბერძნეთში გაივლის. ეს განსაცდელი არა მხოლოდ საბერძნეთში, არამედ მთელს მსოფლიოშია. ყველაფერი დამშვიდდება და თავის კალაპოტში ჩადგება", - ბრძანა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.
პატრიარქმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ უკანასკნელ პერიოდში გახშირდა შემთხვევები, , როცა მკვდარი ბავშვები იბადებიან. უწმინდესმა ჯანდაცვის მინისტრს მიმართა, რომ სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ორსულ დედებს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42