ყოფილი ფეხბურთელის, რევაზ ძოძუაშვილის განცხადებით, ვიცე-პრემიერი, ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, კახა კალაძე თუ ქართლ ფეხბრუთში ჩაერთვება, ეს ამ დარგს სიკეთეს მოუტანს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედს“ გადაცემა „რეაქციაში" განუცხადა.
მისივე განცხადებით, ფეხბურთის ფედერაციის მოახლოებულ არჩევნებში, სხვა სავარაუდო კანდიდატებს შორის, ის კახა კალაძესაც ჩართავდა.
„ისეთ შემადგენლობა ჩამოთვალეთ, რომ მაგ შემადგენლობაში კახა კალაძესაც ჩავრთავდი. ვიღაცებს უკვირთ კახა კალაძე რატომ ჩაერია ფეხბურთის აღორძინებაში. ზუსტად ხელისუფლებაა ფეხბურთი დღეს და კახა კალაძე აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ყველა სიტუაციაში", - აღნიშნა რევაზ ძოძუაშვილმა.
კითხვაზე, თუ ვის დაუჭერს ის მხარს ფეხბურთის ფედერაციის მოახლოებულ არჩევნებში, ძოძუაშვილმა აღნიშნა, რომ მხარს იმ კანდიდატს დაუჭერს, ვინც კონკრეტულ პროგრამას წარადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






