აღნიშნული რეფორმების გატარების წინააღმდეგია ქვეყნის პრემიერ მინისტრი ალექსის ციპრასი. მისი თქმით თუ მოსახლეობა მხარს ევროპული უწყებების მიერ შეთავაზებულ ეკონომიკურ პოლიტიკას დაუჭერს მხარს, ის თანამდებობიდან გადადგება.
ალექსის ციპრასმა რეფერენდუმზე "არა"-ს დაფიქსირებისკენ მოსახლეობას, გუშინ ათენის ცენტრში ხელისუფლების მხარდამჭერ აქციაზეც მოუწოდა, მისი თქმით რეფერენდუმზე პასუხი „არა“, იქნება შიშის წინააღმდეგ ნათქვამი არა.
„უთხარით არა ულტიმატუმს და მათ, ვისაც თქვენი დაშინება სურთ. დემოკრატია თავისუფლებაა, დღეს ჩვენ დემოკრატიის გამარჯვებას ვზეიმობთ,რაც არ უნდა მოხდეს ორშაბათს ჩვენ უკვე გამარჯვებულები ვართ, კვირას ჩვენ არა მარტო იმას ვწყვეტთ, რომ ევროპაში ვრჩებით, არამედ იმას რომ ევროპაში ღირსეულად ვიცხოვრებთ“- განაცხადა ციპრასმა და აღნიშნა, რომ საბერძნეთმა ევროპაში ღირსეულად დარჩენა უნდა აირჩიოს.
საბერძნეთს მისი კრედიტორების მიმართ 317 მილიარდი ევროს მოცულობის ვალი აქვს. ევროპის ცენტრალური ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი სესხის რესტრუქტურიზაციაზე თანახმა არიან, თუკი საბერძნეთი დაუყოვნებლივ გაატარებს ეკონომიკურ რეფორმებს. მეორე მხრივ, საბერძნეთი თუ ხარჯვით პოლიტიკას არ გადახედავს, ევროზონის დატოვება მოუწევს - ქვეყანამ 30 ივნისს გადასახდელი 1.5 მილიარდიანი ვალი ვერ გადაიხადა.
მასალის გამოყენების პირობები






