სტატიის თანახმად, მიუხედავად უახლოეს წარსულში, 2008 წლის აგვოსტოს ომისა და ქართული მახრის ნატოსა და ევროკავშირისკენ სწრაფვისა, ქვეყანაში პრორუსული განწყობის ადამიანების რაოდენობა იზრდება.
„ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ლიდერების აცხადებენ, რომ რუსეთმა შესაძლოა, გაბატონება გააგრძელოს, თუ საქართველოს დასავლური კლუბების კარებს დაუხურავენ, რუსეთმა საქართველოში გაზარდა წარმომადგენლობა სახელმწიფო ახალი ამბების სააგენტოს ქართულენოვანი ბიუროს გახსნით, ენერგოსექტორსა და სხვა წამყვან სექტორებში ინვესტიციების გაღრმავებით. მსგავსი ქმედებები შეინიშნება სხვა ყოფილი "სოციალისტური ბანაკის" ქვეყნებში, რომლებიც რუსეთსა და დასავლეთს შორისაა მოქცეული" – ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში ასევე მოყვანილია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებაც, სადაც ის ამბობს, რომ "სტაბილურობა და უსაფრთხოება ვერ შენარჩუნდება რუსეთის პარადიგმით, რომელიც სხვა ქვეყნებთან მიმართებით განსაკუთრებული უფლებების ფლობას გულისხმობს. რუსეთი მუშაობს საკმაოდ აქტიურად არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში გავლენების გასაფართოვებლად."
ავტორის თქმით, რუსეთის მცდელობების მიუხედავად საქართველო ურყევად რჩება ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ერთგული.
ჟურნალისტი აქვე ახსენებს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტსაც, სადაც საქართველოს უვიზო რეჟიმზე ევროპელმა ლიდერებმა უარი უთხრეს.
სტატიის ავტორი განცხადებით, საქართველოში, ისევე როგორც მოლდოვაში პრორუსი პოლიტიკოსების მხარდაჭერა იზრდება, აშშ კი ცდილობს საქართველოს დასამშვიდებლად ისეთი პროგრამები შესთავაზოს როგორიც არის სამხედრო წვრთნები.
სტატიის ავტორს მეტი დამაჯერებლობისთვის NDI კვლევის შედეგები მოჰყავს, რომლის თანახმად ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მხარდამჭერთა რიცხვი 68 %-ით შემცირდა, მაშინ როდესაც 31 %-ით გაიზარდა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლის მხარდამჭერთა რიცხვი.
Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში 2008 წლის აგვისტოს ომზეც არის საუბარი, რომელსაც აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება მოჰყვა, ასევე მიმოხილულია 2012 წლის არჩევნებიც და ბიძინა ივანიშვილის ხელისფლებაში მოსვლის ფაქტიც, რომელიც დასავლური კურსის შენარჩუნების ფონზე რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას დაჰპირდა მოსახლეობას.
"არავის უთქვამს ჩვენთვის, რომ ეს მარტივი იქნებოდა. ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა, მხოლოდ პუტინის შემდეგ გაჩნდება“ – ამბობს ირაკლი ალასანია, თუმცა Washington Post-ის ჟურნალისტის ვარაუდით პუტინი რუსეთის მმართველად 2024 წლამდე იქნება.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






