მისი თქმით, აღნიშნულს პროკურატურა იძიებს და იმ შემთხვევაში თუ სამართალდამცველების დანაშაული გამოიკვეთა ისინი კანონის შესაბამისად დაისჯებიან.
„აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო პროკურატურამ და თუ გამოვლინდება დანაშაული, დაისჯებიან კანონის შესაბამისად", - განაცხადა გომელაურმა.
მინისტრი ასევე პოლიციელების მხრიდან სომეხი ეროვნების მამაკაცებზე განხორციელებულ ფიზიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალას გამოეხმაურა.
მისი თქმი, ეს თემა გუშინ ძალიან ცუდად გაჟღერდა.
„გაჟღერდა ისე, თითქოს სომხური წარმოშობის ჩვენს მოქალაქეებს პოლიცია ჩაგრავს. ცუდია, რომ ეთნიკურ მხარეს შეეხნენ. ეს სამი თვის წინანდელი თემაა და მაშინ არის ეს კადრები გადაღებული. ამ პიროვნებებმა იჩხუბეს ღამის კლუბში, სადაც ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. ეს პიროვნებები დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. კადრებში არაფერი არ ჩანს“ - აღნიშნა გომელაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






