კომპანია „მეტალექსის“ მფლობელის სოსო დოლიძის ადვოკატი დავით კეზერაშვილის ახალ ბრალს ეხმაურება. სწორედ „მეტალექსია“ ერთ-ერთი იმ კომპანიებიდან, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, კეზერაშვილმა თამაზ ნიჟარაძეს დაათმობინა.
განსხვავებული პოზიცია აქვს კომპანიის მფლობელის ადვოკატს. სოსო ბარათაშვილი ამბობს, რომ რამდენიმე წლის წინ „მეტალექსი“ სოსო დოლიძემ კანონიერად შეიძინა თამაზ ნიჟარაძისგან.
ადვოკატის ინფორმაციით, დასახელებულ კომპანიასთან ყოფილ თავდაცვის მინისტრს შემხებლობა არ აქვს.
„კომპანია „მეტალექსში“ წილის გასხვისების თემა უნდათ, რომ მიაბან კეზერაშვილთან. ეს არის მცდარი და ეს არის მცდელობა იმის, რომ კონკრეტულ ბიზნესმენებს წაართვან ეს ბიზნესი. ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც ცრუ დასმენას და მივმართავთ შესაბამის ღონისძიებებს“, - განაცხადა სოსო ბარათაშვილმა.
დავით კეზერაშვილს უკანონოდ ქონების მითვისების ფაქტზე ბრალი გუშინ წაუყენეს. გამოძიების ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძეს იძულებით ბიზნესწილები დაათმობინა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი კომპანია იყო "მეტალექსი".
მასალის გამოყენების პირობები






