შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანის დაზიანების ფაქტზე ორი პირი დააკავა.
როგორც „ნიუპოსტს“ უწყებაში განუცხადეს, ორი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავა, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
ფაქტზე დაიწყო გამოძიება სსკ-ის 187 ე მუხლით (სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება).
შეგახსენებთ, შემთხვევა ვაშლიჯვრის ასახვევში დღეს დილით მოხდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას პაციენტი და მისი ოჯახის წევრები თავს დაესხნენ.პაციენტი, რომელსაც ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაუკეთდა, ნაკერების ტკივილმა შეაწუხა, რის გამოც მას კლინიკაში გადაყვანა სურდა.
„მას სურდა გადაგვეყვანა კლინიკაში, სადაც ოპერაცია გაიკეთა. როგორც წესი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა საავადმყოფოსთან ათანხმებს შეუძლია თუ არა პაციენტის მიღება. პაციენტი პროცედურას არ დაელოდა და მათ მიმართ ცივი იარაღის გამოყენებით განახორციელა მუქარა. სასწრაფოს წარმომადგენლები კაბინაში ჩაიკეტნენ, რომ თავი დაეცვათ. ინციდენტში ჩაერია პაციენტის მამაც. მათ სასწრაფო დახმარების მანქანას საბურავები დაუჭრეს. ადგილზე კიდევ ერთი სასწრაფო დახმარების მანქანა იქნა გამოძახებული. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც“, - აცხადებენ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის პრესცენტრში.
მასალის გამოყენების პირობები






