ამის შესახე „ნიუპოსტს“ გარდაცვლილის ძმამ ზურაბ კიწმარიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო უწყებას დნმ-ის შემოწმების პროცესი ჯერ არ დაუსრულებია და არსებობს რამდენიმე პირი, ვისი შემოწმებაც კიდევ იგეგმება.
კიწმარიშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ შსს-ს და მაღაზიის თანამშრომლების დნმ-ის კვალი იარაღზე აღმოჩენილ დნმ-თან თანხვედრაში არ იქნება, საქმეში სავარაუდოდ უცხო პირი გამოიკვეთება.
„იარაღი, რომელი შემოვიდა საქართველოში, ის პირველად გაისინჯა შსს-ს თანაშრომლების მიერ. შემდგომ ეს იარაღი მივიდა მღაზიაში. მასთან ჰქონდა შეხება მაღაზიის თანამშრომლებს. გამოძიებამ ბოლო პერიოდის მოქმედებებში ჩართო ამ ადამიანების დნმ-ის შემოწმება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ აიღეს ყველა თანამშრომლის დნმ-ი და ასევე აიღეს შსს-ს თანამშრომლების სინჯი. რამდენი ადამიანის დნმ-ს აიღეს ზუსტად არ ვიცი. დაიწყო მათი შემოწმება და შედარება მათი დნმ-ის იმ დნმ-თან, რომელიც იარაღზე არსებობდა. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, თანხვედრა ჯერჯერობით არ გამოვლინდა. არის რამდენიმე ადამიანი დარჩენილი, ვინც არ შემოწმებულა. ამაზე ჯერჯერობით გამომძიებლებისგან დაზუსტებული ინფორმაცია არ გვქონია. ცალსახად ვერ ვიტყვი, რომ შსს-ს ან მაღაზიის თანამშრომლების კვალი ვერ იქნება იარაღზე, მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა ეს საყურადღებო დეტალია, რადგან ჩვენ გვექნება უცხო პირის დნმ-ი, რომლის მფლობელი არ ვიცით ვინ არის. თუ გამოძიება იტყვის, რომ აქ მაღაზიის თანამშრომლის ან შსს-ს თანამშრომლის დნმ-ი იყო აღმოჩენილი ეს გასაგები იქნება და საკითხიც ამოიწურება. ის მომენტი რომ გარდაცვლილს ყიდვიდან ადგილზე მიტანამდე იარაღი ვინმესთვის ეთხოვებინოს, ასეთი რამ არც უნდა განვიხილოთ“, - განაცხადა კიწმარიშვილმა.
მისი თქმით, იარაღზე მინიმუმ ორი დნმ-ის კვალია აღოჩენილი და აქედან ერთი სავარაუდოდ ეროსი კიწმარიშვილს ეკუთვნის. ამ ეტაპზე კვლავ დაუდგენელია პიროვნების ვინაობა, რომელიც კამერამ შემთხვევის დროს ეროსი კიწმარიშვლის საცხოვრებელ კორპუსთან დააფიქსირა. ასევე საყურადღებოა პირის ვინაობა, რომლის საქმეც ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი. როგორც ცნობილია, გამოძიება აღნიშნული პირით კიწმარიშვილის საქმის მიმდინარეობისას დაინტერესდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ დაინტერესდა ამ ადამიანით გამოძიება და არის თუ არა ის მომხდართან კავშირში.
კიწმარიშვილის ადვოკატი გაგი მოასიაშვილი არაეფექტურ გამოძიებაზე საუბრობს და ამბბს, რომ სამართალდამცავებთან ერთწლიანი თანამშრომლობის მიუხედავად საქმის გამოძიება მაინც ჭიანურდება. ადვოკატის განხადებით, გამოიკვეთა საინტერესო დეტალები, რომელზეც საგამოძიებო უწყება არაეფექტურად რეაგირებს.
მასალის გამოყენების პირობები






