75 წლის მამაკაცის ცემაში პოლიციელებს ადანაშაულებენ - რა მოხდა ჩხოროწყუში
სამართალი - 10:28, 03 Jul, 2015     2169
ჩხოროწყუს მაცხოვრებელი რევაზ ჩიქოვანის ცემაში ოჯახის წევრები პოლიციელებს ადანაშაულებენ. ამასთან დაკავშირებით მათ ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში საჩივარი უკვე შეიტანეს. როგორც დაზარალებული მამაკაცის ოჯახის წევრებმა "ნიუპოსტთან" საუბარში განაცხადეს, 75 წლის მამაკაცს ფიზიკური შეურაცხყოფა ჩხოროწყუს პატრულის თანამშრომელმა დათა დარსალიამ და მისმა ბიძამ- ფინანსური პოლიციის თანამშრომელმა- მერაბ ჩიქოვანმა მიაყენეს. დარსალია და ჩიქოვანი შემთხვევის დროს სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდნენ.

შემთხვევა ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. დაზარალებულის ოჯახის წევრების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არაა და 75 წლის მამაკაცს უკვე მეორედ გაუსწორდნენ, ორი თვის წინ მანქანის გაჩერებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტისას დარსალიას და ჩიქოვანს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა თუმცა ამ ფაქტის გახმაურება არ ისურვეს და კონფლიქტი შუამავლების მეშვეობით მოაგვარეს. ამჯერად ნაცემი მამაკაცი მისი საცხოვრებელი სახლის ეზოს ჭიშკართან დატოვეს. მამამაკაცის მდგომარეობა რამდენიმე საათის შემდეგ დამძიმდა და ის მისი ოჯახის წევრებმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მამაკაცი ამ დროისთვისაც საავადმყოფოში იმყოფება.

რევაზ ჩიქოვანის ოჯახის წევრების განცხადებით მათთან რამდენიმე პირი მოვიდა და მკურნალობის ფულის გადახდის სანაცვლოდ მოსთხოვეს, რომ აღნიშნული ფაქტის გამო საჩივარი არ შეეტანათ.თუმცა ოჯახის წევრები ამ თხოვნას არ დათანხმდნენ და სამართალდამცავებისგან ფაქტის გამოძიებას და დამნაშავეების სათანადო დასჯას ითხოვენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42