"უეფას ჩემპიონთა ლიგის" - ქართულენოვანი ფეისბუკგვერდი ლიონელ მესის თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებიტ ინფორმაციას ავრცელებს:
"ბოლო დღეებში, ქართულ ბეჭდურ და ტელე სივრცეში, ლიონელ მესის საქართველოში ჩამოსვლა/არჩამოსვლის შესახებ რამდენიმე ინფორმაცია გავრცელდა, რომელთა ნაწილიც უზუსტობებს შეიცავდა. გვსურს, "ბარსელონას" გულშემატკივრებს ამჟამად არსებული სიტუაცია განვუმარტოთ.
ერთ-ერთი ინფორმაციით, ლეო მესი და ხავიერ მასკერანო, კოპა ამერიკაზე თამაშის გამო, "ბარსელონასგან" ერთთვიან შვებულებას ითხოვენ და თუ კლუბმა ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა, ისინი გუნდს 11 აგვისტოს, ანუ იმ დროს შეუერთდებიან, როდესაც კატალონიური გუნდი თბილისში ითამაშებს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს არგენტინელებისთვის ერთთვიანი შვებულების მიცემის საკითხს 18 ივლისს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული გადაწყვეტს. სიმართლეს არცერთი ეს ინფორმაცია არ შეესაბამება. საქმე ისაა, რომ ლეო მესის, ისევე, როგორც ხავიერ მასკერანოსა და კლაუდიო ბრავოს, ერთთვიანი შვებულება ისედაც აქვთ. ისინი დასვენებას 5 ივლისს დაიწყებენ, ხოლო "ბარსელონას" 3 აგვისტოს შეუერთდებიან. ესაა მაქსიმალური თარიღი. თუ რომელიმე ფეხბურთელი გადაწყვეტს, შეუძლია შვეულება შეიმციროს და ბარსელონაში 3 აგვისტომდე დაბრუნდეს.
"ბარსელონა" თბილისში 9 აგვიტსოს ჩამოდის, რაც ნიშნავს, რომ ლეო მესის, "სევილიასთან" მატჩისთვის მოსამზადებლად მხოლოდ 6 დღე ექნება. ამის გამო, მართლაც არის იმის რისკი, რომ "ბარსას" ათიანმა თბილისში არ ითამაშოს. თუმცა, ეს არ ეხება საქართველოში ჩამოსვლას. მესი თბილისში გუნდთან ერთად ჩამოვა, მაგრამ ჯერ კიდევ უცნობია, გამოვა თუ არა მოედანზე. ეს დამოკიდებული იქნება იმაზეც, ითამაშებს თუ არა ის წინა დღეებში. არაოფიციალური ინფორმაციით, "ბარსელონა", 8 აგვისტოს, ესპანეთის სუპერთასზე, "ბილბაოს" დაუპირისპირდება, უფრო ადრე კი გამპერსის თასის თამაში უნდა გაიმართოს. თუ მესიმ რომელიმე ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, მაშინ თბილისში მისი თამაშის შანსები გაიზრდება."
მასალის გამოყენების პირობები






