პესკოვის თქმით, დოკუმენტში რუსეთი რევიზიონისტულად განწყობილ სახელმწიფოდ არის მოხსენებული, რომელიც პატივს არ სცემს მისი მეზობლების სუვერენიტეტს და მზად არის ძალის გამოყენებისთვის.
მისივე თქმით, დოკუმენტი „კონფონტაციულ დამოკიდებულებას“ ატარებს და მოკლებულია ყოველგვარ ობიექტურებას რუსეთთან მიმართებით.
პენტაგონმა სამხედრო დოქტრინა დღეს გამოაქვეყნა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მთავარ საფრთხეებს, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოებას ემუქრება, არამხოლოდ ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო", არამედ "რევიზიონისტი ქვეყნები" რუსეთი, ირანი, ჩინეთი და ჩრდილოეთ კორეაც წარმოადგენენ.
"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა შეიტანა საკუთარი წვლილი ნარკოტიკებთან და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, იგი მაინც ავლენს მეზობელი სუვერენული ქვეყნების მიმართ უპატივცემულობას და სურვილს - საკუთარ მიზნებს ძალის გამოყენებით მიაღწიოს" - ნათქვამია დოკუმენტში.
სტრატეგიის ავტორები ყირიმის ანექსიის კონტექსტში „ჰიბრიდულ ომზეც“ საუბრობენ და რუსეთის სამხედრო ძალებს რეგიონალური უსაფრთხოების დარღვევაშიც ადანაშაულებენ.
მასალის გამოყენების პირობები






