დღეს 2 ივლისს, უკრაინის პარლამენტმა 235 ხმით მხარი დაუჭირა იგორ შევჩენკოს თანამდებობიდან გათავისუფლებას. შევჩენკომ ამ თანამდებობაზე 6 თვის განმავლობაში მუშაობდა.
შევჩენკოსთან დაკავშირებით სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც რადას დეპუტატმა ოლეგ ლიაშკომ ის მინისტრისთვის შეუფერებელი საქციელის ჩადენაში დაადანაშაულა. ლიაშკოს თქმით მაშინ როცა ვასილევსკიში ხამძარი მძვინვარებდა, მინისტრი ნიცაში ისვენებდა და გრილდებოდა. ამასთანავე ლიაშკომ განაცხადა, რომ უკრაინაში მინისტრი პარტია „ხალხის ნების“ დეპუტატის ვერტმფრენით დაბრუნდა, რაც კორუფციულ სქემას წარმოადგენს. „რადიკალური პარტიის“ მეთაური მინისტრს ნავთობისა და გაზის ბიზნესში ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებითაც ედავებოდა.
თავად შევჩენკო ადასტურებდა, რომ მან გამოსასვლელი დღეები მართლაც გაატარა საზღვარგარეთ, თუმცა ორშაბათს, როდესაც ვასილევსკიში ხანძარი გაჩნდა , ის უკრაინაში დაბრუნდა. მან ასევე აღიარა რომ იმგზავრა ონიშენკოს ვერტმფრენით, თუმცა ის ამაში კორუფციულ გარიგებებს ვერ ხედავს.
შევჩენკოს განცხადებით, ის აპირებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ლიაშკოს წინაარმდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანოს. შევჩენკოს თქმით ლიაშკოს აქტიურობის მიზეზი არის ის, რომ არსენ იაცენუკი „რადიკალური პარტიის“ ლიდერს, ეკოლოგიის მინისტრის პოსტს შეპირდა.
მასალის გამოყენების პირობები






