ვინტონმა, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე 9 თვით ადრე, 669 ბავშვი საკონცენტრაციო ბანაკებში მოხვედრისგან გადაარჩინა და მათი გადაყვანა, ოკუპირებული ჩეხოსლოვაკიიდან ბრიტანეთში შეძლო. ბავშვების უმრავლესობა ებრაელი იყო.
ამ ფაქტს ვინსტონი 40 წლის განმვალობაში არ ამხელდა, სანამ მისმა ცოლმა ჩანაწერების წიგნი არ იპოვა, სადაც ყველა ბავშვის სახელი, მშობლების ვინაობა და მისამართები იყო ჩაწერილი.
ნიკოლას ვინტონის შესახებ მსოფლიომ 1988 წელს, BBC-ის ეთერში გასული გადაცემით შეიტყო.
გადაცემაში, სადაც ვინსტონი იყო მიწვეული, წამყვანმა ბავშვების გადარჩენის კადრების ჩვენება დაიწყო და თან ვინსტონის ისტორიას ყვებოდა: „არის ამ აუდიტორიაში მსგავსი ისტორიის მქონე პირი? თუ ვინმეა, ფეხზე წამოდგეს“- მიმართა წამყვანმა დარბაზში მსხდომებს. ვინტონის ირგვლილ მსხდომმა ხალხმა ფეხზე წამოდგომა დაიწყო, რამაც ვინტონის ატირება გამოიწვია.
პრაღაში, იმ სადგურზე საიდანაც ბავშვებით დატვირთული მატარებელი გავიდა, ვინსტონის ქანდაკება დგას. 2009 წელს ჩეხეთის პრეზიდენტმა „თეთრი ლომის“ ორდენით დააჯილდოვა.
ხატია ლაღიძე
მასალის გამოყენების პირობები






