რუსეთის დუმის დეპუტატი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, სკანდალური განცხადებებით ცნობილი ვლადიმერ ჟირინოვსკი რუსეთის გეოგრაფიულ საზოგადოებას ქვეყნის ირგვლივ არსებული ზღვებისთვის სახელის გადარქმევისა და მათთვის „მშობლიური“ სახელის დარქმევის ინიციატივით მიმართავს.
ამის შესახებ ჟირინოვკსკის პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზეა საუბარი. მისი თქმით, ზღვების უმრავლესობას სახლები პოლიტიკური მიზეზების ან თუნდაც უცხო ენების გავლენების გამო დაერქვა.
„რუსეთს შეუძლია იამაყოს, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საზღვაო ნაპირით, თუმცა, ბევრ მათგანს ისტორიულად სრულიად სხვა სახელი ჰქონდა. მაგალითად, აზოვის ზღვას ერქვა - ლურჯი, ბალტიის ზღვას - ვარიაგების , ბერინგის ზღვას - ბობროვის, შავ ზღვას კი რუსეთის. მოგვიანებით ეს სახელები უცხოელების ან მიმდებარე სახელმწიფოების ურთიერთობების გამო შეიცვალა. მე გთავაზობთ, დავუბრუნოთ ზღვებს რუსული სახელები“ - განაცხადა ჟირინოვსკიმ.
მასალის გამოყენების პირობები






