ალექსანდრე კვიტაშვილმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება გადწერა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ფრაქცია „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ პირველმა მაოდგილემ, იგორ კონონენკომ განაცხადა. მისივე თქმით, მინისტრის განცხადება მინისტრთა კაბინეტს ჯერაც არ განუხილავს.
უკრაინის ჯანდაცვის სამინიტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, ალექსანდრე კვიტაშვილის მიერ თანამდებობის დატოვება სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც უკრაინული გამოცემა ,,უნიანი“ წერს, საპარლამენტო ფრაქცია ,,პრეტრო პოროშენკოს ბოლკის“ ლიდერმა იური ლიცენკომ პარლამენტში განაცხადა, რომ მის პოლიტიკურ ძალას ბევრი კითხვა აქვს ჯანდაცვის სამინიტროში არსებულ კატასტროფულ სიტუაციასთან დაკავშირებით და პეტრო პოროშენკოს ბლოკი ვერ მოითმენს იმ უმოქმედობას, რომელიც უკრაინელებისთვის ამ მნიშვნელოვან უწყებაში ხდება.
ალექსანდრე კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე 2014 წლის დეკემბერში დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები






