სოფი ლორენის რეცეპტი - სპაგეტი ლიმონით!!!! ჟურნალი „პირველი კულინარი“/ Pirveli Culinary - cooking magazine
საზოგადოება - 16:37, 26 Feb, 2013     3614



წიგნი სავსეა რეცეპტებით, საოჯახო ფოტოებით, გემრიელი მოგონებებით... ეს ლორენის პირველი კულინარული წიგნი არ გახლავთ, თუმცა ეს ის ექსკლუზიური წიგნია, რომელზეც უკვე ვისაუბრე მეცხრე არხზე - "საუზმე ესმასთან";)))) და ვინც ვერ მნახეთ, ვიდრე ვიდეოს მოგაწვდით - აი, რეცეპტი....

მაშ ასე: მიხვედით სახლში და გსურთ რაღაც განსაკუთრებული მოამზადოთ? ყველა ინგრედიენტი სამზარეულოში გაქვთ: სპაგეტი, ნიორი, კარაქი, არაჟანი ან ნაღები, 2 ლიმონი, დახეხილი ყველი პარმეზანი, თუმცა პარმეზანს ჩვენი ქართულ-ქარხნულიც ჩაანაცვლებს...

დაიწყეთ: ტაფაზე დადეთ 3-4 კოვზი კარაქი ან ზეითუნის ზეთი. დაბალ ცეცხლზე დაადნეთ, დაამატეთ 2-3 კბილი მსხვილად დაჭრილი ნიორი და იქამდე თუშეთ, ვიდრე ნიორი არ გაოქროსფერდება... (თუ შემწვარი ნიორი არ გიყვართ, ამოიღეთ კერძიდან - გირჩევთ სოფი ლორენი)...

დაამატეთ 200 გრამი არაჟანი და 2 ლიმონის გახეხილი კანი (ცედრა), პლუს მარილი და მსხვილად დაფქული წიწაკა გემოვნებით (უხდება სახელდახელოდ დანაყილი ბაჰარის მარცვლები - შავი პილპილი)...

ალ დენტე მოხარშეთ სპაგეტი, ანუ არ გადახარშოთ... გადაწურეთ და ტაფაზევე დაამატეთ არაჟნიან სოუსს.. კარგად მოურიეთ, 5 წუთში გადმოდგით ტაფიდან და ცხელი მიიტანეთ სუფრასთან... დახეხილი ყველი ცალკე თასით მიიტანეთ მაგიდაზე - გვირჩევს სოფი ლორენი!!!!

პ.ს. ალ დენტე - ანუ სპაგეტი, ან ნებისმიერი პასტა იხარშება გადახარშვის გარეშე.... კბილით თუ მოსინჯავთ, გული უნდა იყოს ოდნავ მაგარი... ამიტომაც უწოდებენ ალ დენტე - ანუ კბილით მოსასინჯი;)))

აბა, წარმატებული კვირა დაიწყეთ ჩვენთან ერთად...

უყურეთ ყოველ დილით მეცხრეზე 10.30 "საუზმეს ესმასთან" და გვემეგობრეთ!!!!



ესმა



პ.ს. ფოტო ჩემი არ არის, ეკუთვნის prevetionRD-ს... ყველა ფოტოს ვიღებთ გადაცემის მსვლელობისას და ყველას მოგაწვდით;))





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42