ზუგდიდის #4 სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილ უფროსს ამირან ჯანაშიას და ამავე ციხის რეჟიმის ყოფილ უფროსს რომან როგავას პატიმრობა მიესაჯათ.
გადაწყვეტილება ზუგდიდის სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ჯანაშიას და როგავას ბრალად პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობა ედებათ ბრალად. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ჯანაშიას 3 წლით და 9 თვით პატიმრობა მიესაჯა, ხოლო როგავას - 3 წლით და 6 თვით პატიმრობა.
ამ წუთებში როგავას ოჯახის წევრები სასამართლოს წინ აქციას მართავენ. მათი თქმით, მოწმეების ძირითადი ნაწილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირები არიან.
„ერთ-ერთი მთავარი მოწმე არის მარკოზია, რომელიც სამი კაცის მკვლელობაში იყო ბრალდებული. მან მკვლელობა ჩხოროწყუში ყაჩაღობის დროს ჩაიდინა. მეორე მოწმე კი 80 წლის პედაგოგის გაუპატიურებისთვის იხდიდა სასჯელს. მათი ზეპირი ჩვენების საფუძველზე არიან ამირან ჯანაშია და რომეო როგავა დაკავებულები. ქვეყანაში შეიქნა ტენდენცია, რომ პოლიციელების და სამართალდამცველები დაისაჯონ. დღევანდელი განაჩენი პოლიტიკური განაჩენია“, - აცხადებენ როგავას ახლობლები.
მასალის გამოყენების პირობები






