ევროპელმა პარტნიორებმა საბერძნეთის დაფინანსება უნდა განახორციელონ - IMF-ის პრეზიდენტი
მსოფლიო - 10:35, 02 Jul, 2015     1224
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტი, ქრისტიან ლაგარდე საბერძნეთის კრიზის ეხმაურება. მისი თქმით, საბერძნეთს როგორც ფინანსური, ასევე ფისკალური დახმარება სჭირდება.

„საბერძნეთს ფინანსური და ფისკალური დახმარება სჭირდება. ევროპელმა პარტნიორებმა კი მისი დაფინანსება და მართვა უნდა განახორციელონ. რაც შეეხება რეფერენდუმს, ეს არის ზღვარი, რომლის გადაკვეთაც არ მსურს, რადგან ეს არის დემოკრატიული პროცესი. ხალხმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით უნდა გამოხატოს აზრი და ამაში ჩარევას არ ვაპირებ“ - განაცხადა ლაგარდემ.

შეგახსენებთ, საბერძნეთი ევროკავშირის პირველი წევრი ქვეყანა გახდა, რომელმაც საერთაშორისო დავალიანება დათქმულ დროში ვერ გადაიხადა. მილიარდ 600 მილიონის ოდენობის ვალის დაბრუნების ვადა, ათენს გუშინ ღამის 12 საათზე ამოეწურა. ვადა გაუვიდა ფინანსური დახმარების პროგრამასაც.რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთი დათმობაზე წავიდა. საბერძნეთის მთავრობა მზადაა კრედიტორთა თითქმის ყველა პირობას დათანხმდეს. ალექსის ციპრასმა მხოლოდ ორი ცვლილების შეტანა მოითხოვა - დამატებული ღირებულების გადასახადის დაწევა და საპენსიო ასაკის 67 წლამდე გაზრდა, რომელიც ძალაში ოქტომბრიდან უნდა შევიდეს.იმ შემთხვევაში თუკი საბერძნეთმა კრედიტორებთან შეთანხმებას ვერ მიაღწია, ქვეყანას დეფოლტი და ევროზონის დატოვება ემუქრება.

რეფერენდუმი 5 ივლისს ჩატარდება. მოსახლეობამ პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას – უნდა გადაიხადოს თუ არა ქვეყანამ წლების განმავლობაში დაგროვილი მრავალმილიარდიანი კრედიტი, რომელიც ათენს დეფოლტის თავიდან ასაცილებლად ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოუყვეს. რეფერენდუმამდე რამდენიმე დღით ადრე, ათენში საპროტესო აქციები კი არ წყდება. მოსახლეობის ნაწილი ევროკავშირის დატოვების მომხრეა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა უნდა დარჩეს გაერთიანებაში.

მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ არ მუშაობს ბანკები, თუმცა მათი ნაწილი პენსიონერებისთვის გახსნეს.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, ალექსის ციპრასის განცხადებით, საბერძნეთი კრედიტორებთან შეთანხმებას გააფორმებს, თუმცა ეს რეფერენდუმის შემდეგ მოხდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42