ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე ისლამისტების თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა. მათი უმრავლესობა ეგვიპტელი ჯარისკაცები არიან, თუმცა მსხვერპლთა შორის მშვიდობიანი მოსახლეობაც არის.
„ფრანს პრესის“ ინფორმაციით, თვითმკვლელმა ტერორისტმა ქალაქ შეიხ ზუვეიდში დანაღული მანქანა პოლიციის შენობასთან ახლოს ააფეთქა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, რამდენიმე ჯარისკაცი ტყვედ არის აყვანილი.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
ადგილობრივი მედია, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე თავდასხმების შესახებ საუბრობს.
შეგახსენებ, ორი დღის წინ ისლამისტების თვდასხმას ქვეყნის გენერალური პროკურორი ემსხვერპლა.
ჩრდილოეთ სინაის პროვინცია ეგვიპტის ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ კერას წარმოადგენს, სადაც რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტების მაღალი აქტივობა ფიქსირდება.
მასალის გამოყენების პირობები






