გადადგომის შემთხვევაში კვიტაშვილი არ აპირებს უკრაინაში დარჩენას - მინისტრის პასუხი
მსოფლიო - 19:35, 01 Jul, 2015     1299
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს მიაჩნია, რომ მის გადადგომას მედიკამენტების შესყიდვის პროცედურის შეცვლის გამო ლობირებენ.

ამის შესახებ მან ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

,,მე ჩამოვედი უკრაინაში, რომ განვახორციელო რეფორმები. ჩვენ ყველაფერი მზად გვაქვს. ჩვენ აბსოლუტურად შევცვალეთ მედიკამენტების შესყიდვის პროცედურა. ჩვენ ავირჩიეთ გამჭვირვალე, ნორმალური, ცივილიზებული, ევროპული გზა. მე მესმის, რომ არსებბობენ ადამიანები, რომლებსაც ძალიან აღელვებთ ის 4 მილიარდი გრივნა, რომელსაც ადრე ერთმანეთში ინაწილებდნენ შესყიდვების დროს. მე მესმის, რომ ბევრი ,,ამხანაგი“ რომლებიც ჯანდაცვის სისტემის სხვადასხვა ადგილას არიან მოკალათებული თავიანთ შემოსავლებს კარგავენ. მე მესმის, რომ რეფორმები, რომლებიც დაიწყება თუ უმაღლესი რადა მიიღებს პანონპროექტს რეფორმებთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი დაკარგავს თავის ადგილს“ - აღნიშნა კვიტაშვილმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ეს შეიძლება პირველი და უკანასკნელი შანსი იყოს უკრაინისთვის რაღაცის შეცვლის.

,,ჩვენ უნდა გავუძლოთ. სისტემა 6 თვე გვეწინააღმდეგებოდა. ბევრი არ არის დაინტერესებული ცვლილებებით და სხვადასხვა ჯგუფების გავლენის ქვეშ იმყოფებიან. მათ შორის უმაღლეს რადაში და მთავრობაშიც“ - განაცხადა მინისტრმა.

მისი სიტყვებით, შიდაგამოძიება, რომლის ინიცირებც პრემიერმინისტრმა მოახდინა, უნდა დავთავრებულიყო 10 ივნისს.

,,რაზე მიდის საუბარი?! მე არ ვიცნობ ადამიანს, რომელიც დღეს გამოდიოდა. მე მას არ ვიცნობ, მე არ მესმის ტაქტიკა. საკუთარი კოალიცია ასეთი მეთოდებით მუშაობს. ზოგიერთს რეფორმები არ სურთ. უნდათ, რომ ქვეყანა იყოს ისე, როგორც უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში, რომ ისხდნენ და ჩუმად ჭრიდნენ ფულს, რომ არაფერი არ შეიცვალოს სისტემაში, რომ კრიზისის, ხმაურის ფონზე შეისყიდონ წამლები და ყველაფერი დარჩეს სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ, სადაც ყველა იპარავს. რომ სამედიცინო დაწესებულებები დარჩნენ საბჭოთა სუნიან დაწესებულებებად. მე დავდივარ ქვეყანაში, სიტუაცია კატასტროფული, რა დღეშია საავადმყოფოები? რა დღეში არიან ექიმები, რომლებიც იღებენ 2000 გრივნას და პაციენტს ჯიბეში უყურებენ“ - განაცხადა კვიტაშვილმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ არ დარჩება უკრაინაში თუ მას გადააყენებენ.

,,უმჯობესი იქნებოდა, რომ რადას ხმა მიეცა რეფორმატორული კანონპროექტებისთვის და არა ჩემი გადადგომისთვის“ - აღნიშნა კვიტაშვილმა.

როგორც უკრაინული გამოცემა ,,უნიანი“ წერს, საპარლამენტო ფრაქცია ,,პრეტრო პოროშენკოს ბოლკის“ ლიდერმა იური ლიცენკომ პარლამენტში განაცხადა, რომ მის პოლიტიკურ ძალას ბევრი კითხვა აქვს ჯანდაცვის სამინიტროში არსებულ კატასტროფულ სიტუაციასთან დაკავშირებით და პეტრო პოროშენკოს ბლოკი ვერ მოითმენს იმ უმოქმედობას, რომელიც უკრაინელებისთვის ამ მნიშვნელოვან უწყებაში ხდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42