დონაძის განცხადებით, რობაქიძის საქმის ნივთმტკიცება საქმის გამომძიებელმა გააჩუქა
სამართალი - 15:56, 26 Feb, 2013     771

 

დონაძემ და მისმა იურისტებმა წარმოადგინეს რობაქიძის საქმის მოწმეების ჩვენებები და საქმის რამდენიმე თავი. მათი მტკიცებით საქმეში დევს ვინმე გიორგი კაშიასა და ქეთი კუპრეიშვილის ჩვენებები, რომლებსაც ეკუთვნოდათ ის იარაღი, რომელიც რობაქიძის საქმეში ფიგურირებდა.

 

კაშია და კუპრეიშვილი ჩვენებებში მიუთითებენ, რომ 2000 წელს მათი სახლი გაიქურდა და მათი კუთვნილი იარაღები დაიკარგა, ერთ-ერთი სწორედ ის ბარაბნიანი პისტოლეტი იყო, რომელიც შემდეგ რობაქიძის საქმეში ფიგურირებდა.

 

მოგვიანებით, როგორც დონაძე აცხადებს, ეს იარაღი ვინმე ნუგზარ გვაზავაზე გაჩუქდა, 2012 წელს კი, როცა საქმე განახლდა გამომძიებელმა ნიქაბაძემ, რომელიც რობაქიძის საქმეს იძიებდა. დაიბარა კაშია და კუპრეიშვილი და მოსთხოვა რომ, იარაღი ოფიციალურად გადაეფორმებინათ ვინმე გვაზავაზე. დონაძის განცხადებით, ნუგზარ გვაზავა ნიქაბაძის ახლო მეგობარია და ნივთმტკიცება თავად გამომზიებელმა გააჩუქა.

 

,,2000 წელს კაშიების ბინა გაიქურდა, იქ იყო რამდენიმე რეგისტრირებული იარაღი. ერთ -ერთი პისტოლეტი ჩნდება რობაქიძის საქმეში. ეს პისტოლეტი, როცა წავიდა ექსპერტიზაზე, როგორც ჩანს, კარგად იმუშავა გამოძიებამ და დაადგინა იარაღის კანონიერი მფლობელი. დაუძახა მათ გამოძიებამ (მაშინ ნიქაბაძე იძიებდა ამ საქმეს) და ჰკითხა, ეს იარაღი თქვენია? მათაც უთხრეს- კი ჩვენია და დაგვიბრუნებთ თუ არაო? გამოძიებამ კაშიების ოჯახს არ უთხრა რა საქმეზე იყო ნანახი ეს იარაღი , უთხრა, რომ ცოტა ხანს ვერ დაგიბრუნებთო, რაღაც საქმეზეა საჭიროო.

 

რამდენიმე წლის შემდეგ, 4 წლის შემდეგ რობაქიძის საქმიდან დავიწყოთ ათვლა. ნიქაბაძე შეხვდა ყვარელში თუ თელავში ძმაკაცს, უთხრა გაჩუქებ იარაღსო, ადრე რომ დაგპირდიო და საბარგულიდან ამოუღო ეს იარაღი, ნივთმტკიცება და აჩუქა. ისე მოაგვარა, რომ მერე დაურეკა კაშიების ოჯახს და უთხრა, მოდით იარაღი უნდა გადავაფორმოთ ასეა საჭიროო. აგერ წერენ ჩვენებაში როგორ, მოტყუებით თუ სიმართლით, გადაფორმდეს,"- ჰყვება დონაძე.

 

ჯერ-ჯერობით უცნობია, დაიკითხა თუ არა ნიქაბაძე ამ ფაქტზე და ასევე უცნობია, დაინტერესდება თუ არა პროკურატურა დონაძის მიერ მოყოლილი დეტალებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42