ტეხასი ერთადერთი შტატია აშშ-ში, რომელიც ამერიკაში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების წინააღმდეგ გამოდის.
ტეხასის გუბერნატორმა, რესპუბლიკელმა გრეგ ებოტმა აღნიშნული კანონის მიღებისთანავე გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმადაც, ფაქტობრივად, აკრძალა ერთსქესიანთა ქორწინება შტატში.
აკრძალვა, ფაქტობრივად, ტეხასის მოქალაქეთა რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლებას ეფუძნება. განკარგულებაში გუბერნატორმა ხაზი გაუსვა აშშ კონსტიტუციის პირველ შესწორებას, სადაც აღნიშნულია - „მთავრობას არ აქვს უფლება მიიღოს კანონები, რომლებიც ხელყოფს რწმენის თავისუფლების პრინციპებს“. ამასთან, ამავე განკარგულებით, მან დაავალა ყველა სახელმწიფო დაწესებულებას, იმოქმედონ ტეხასის შტატის 1 მუხლით და ამავე შტატის კანონით „თავისუფალი აღმსარებლობის შესახებ“.
„ტეხასელები დარწმუნებუილი უნდა იყვნენ, რომ მათ რელიგიურ თავისუფლებას არავინ შეეხება, მათ შორის, არც ფედერალური ხელისუფლება. ხელისუფლებამ არ უნდა მოახდინოს ზეწოლა ადამიანზე, რათა მან უარი თქვას ან შეიცვალოს თავისი რელიგიური პრინციპებისადმი, მათ შორის ქორწინების საკითხში.
აქედან გამომდინარე, მე ველი, რომ ყველა დაწესებულება, რომელიც მუშაობს ჩემი ხელმძღვანელობით, თავის საქმიანობაში პრიორიტეტად აიღებს აშშ კონსტიტუციის 1 შესწორებას, ტეხასის შტატის კონსტიტუციის 1მუხლს და შტატის კანონს, „რელიგიური თავისუფლების აღდგენის შესახებ“,“ - ნათქვამია განკარგულებაში.
როგორ უპასუხებს ამ განკარგულებას ფედერალური ხელისუფლება და შესძლებს თუ არა აღნიშნული განკარგულებით რესპუბლიკელი გუბერნატორი ერთსქესიანთა ქორწინების არდაშვებას თავის შტატში, ჯერჯერობით უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები






