"მე შემიძლია თქვენ მოგიყვეთ ოდესის ოლქში ჯანდაცვის სისტემაში არსებულ სიტუაციაზე. ძველი სისტემა ინგრევა, ახალი არ ჩანს, ხალხი უკმაყოფილოა. საავადმყოფოებში მექრთამეობა ყვავის და არაფერი არ გაუმჯობესებულა, პირიქით ბევრი რამე გაუარესდა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მინისტრი არ იღებს ქრთამს, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია რომ ექიმებიც არ იღებდნენ.
არასაკმარისია მხოლოდ ახალი პოლიტიკის დეკლარირება, აუცილებელია, რომ ეს ხალხმაც იგრძნოს. სწორედ ამიტომ, მე ვთვლი, რომ მოვიდა დრო რომ გულახდილად ვუთხრათ უკრაინულ საზოგადოებას, რომ ჩვენ ჯანდაცვის სფეროში დიდი პრობლემები გვაქვს. სანდრო წესიერი ადამიანია, მან იცის რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ მან ვერ შეძლო გაეკეთებინა ის, რისი გაკეთებაც ამ ქვეყანაში იყო საჭირო. აქ საჭიროა აგრესიული პოლიტიკის გატარება, ადამიანი არ უნდა შეუშინდეს მტრების გაჩენას, უსამართლო კრიტიკის და სხვა საფრთხეების" - განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






