საბერძნეთში დღეს რამდენიმე ბანკი დროებით იმ პენსიონერებისთვის გაიხსნა, რომელთაც პლასტიკური ბარათები არ აქვთ და თანხის ბანკომატიდან მიღებას ვერ ახერხებენ.
„ბიბისის“ ინფორმაციით, ბანკებთან რიგები დილიდან დაიწყო.
შეგახსენებთ, ბერძნული ბანკები ორშაბათს დეფოლტის თავიდან ასაცილებლად მას შემდეგ დაიხურა, რაც ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეგულარები ტრანშები შეწყვიტა.
ათენს გუშინ ბოლო დღე ჰქონდა იმისათვის, რომ მილიარდ 600 მილიონი ევროს ოდენობის ვალი საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის გადაეხადა.
ათენი საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებს, მას ფინანსური დახმარების ნაცვლად გარკვეული რეფორმების გატარებას სთხოვენ, რასაც საბერძნეთის მთავრობა არ თანხმდება. თუკი საბერძნეთიკრედიტორებთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, მაშინ მას დეფოლტი და შემდეგ ევროზონისდატოვება მოუწევს.
საბერძნეთის პრემიერის, ალექსის ციპრასის განცხადებით, 5 ივლისს, საგარეო ვალის შესახებ ქვეყანაში რეფერენდუმი ჩატარდება. მოსახლეობამ პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას – უნდა გადაიხადოს თუ არა ქვეყანამ წლების განმავლობაში დაგროვილი მრავალმილიარდიანი კრედიტი, რომელიც ათენს დეფოლტის თავიდან ასაცილებლად ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოუყვეს.
ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე, ციპრასმა საერთაშორისო კრედიტორებს ორწლიანი საკრედიტო პროგრამის უზრუნველყოფის თხოვნით მიმართა, რაზეც უარი მიიღო. თავის მხრივ, ევროზონის ლიდერები ათენს მათ მიერ შეთავაზებული პირობების სანაცვლოდ ვალის გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ.
ევროზონის მინისტრების განცხადებით, საბერძნეთთის კრიზისიდან გამოსასვლელად ახალ გეგმაზე ამ დრომდე მუშაობენ.
საბერძნეთი პირველი განვითრებული ქვეყანაა, რომელმაც სავალუტო ფონდის დავალიანების დაფარვა ვერ შეძლო.





მასალის გამოყენების პირობები






