ისინი აგრეთვე, იმყოფებოდნენ ჰეიდარ ალიევის ძეგლთან და შემდეგ ავიდნენ მეტეხზე.
"ნიუპოსტი" სწორედ მეტეხზე ესაუბრა ორგანიზაციისა და აქციის ხელმძღვანელს ბელა მამედოვას, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები არიან სრულუფლებიანი მოქალაქეები და მათ სურთ რომ მათი სამშობლო იყოს ერთიანი და დამოუკიდებელი.
" ეს აქცია ეძღვნება საქრთველოში მიმდინარე ოკუპაციის კვირეულს და ჩვენ საქრთველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები აღვნიშნავთ იმ ფაქტს, რომ 1921 წლის 25 თებერვალს საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა. 510 იუნკერი ქართული გვარდიისა ბოლომდე იბრძოდა ტაბახმელასთან და წითელი არმია იძულებული იქნა გვერდი აეარა ტაბახმელისათვის. ასევე დღეს არის 21 წლისთავი "ხოჯალანის ტრაგედიის", ჩვენ გავაერთიანეთ ეს ორივე თარიღი ჩვენ გვინდა ვთქვათ, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ვართ სრულუფლებიანი მოქალაქეები და გვინდა ,რომ საქართველო იყოს ერთიანი და თავისუფალი, ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ასეთივე ხვედრი ერგო აზერბაიჯანსაც, ჩვენს მეორე სამშობლოს, მისი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია", - განაცხადა მამედოვამ.
შეგახსენებთ, რომ 1992 წელს ქალაქი ხოჯალოს მშვიდობიანი მოსახლეობა ამოწყვეტილ იქნა, რუსეთის არმიის 366 ქვედანაყოფმა და სომხურმა ბანდფორმირებებმა დახოცეს 63 ბავშვი, 106, ქალი და 70 მოხუცი და ეს ტრაგედია დღეს მთელ მსოფლიოში აღინიშნება, მსოფლიოს 10 მდე ქვეყანამ კი საკანონმდებლო აქტის დონეზე ცნო ეს დღე როგორც ,,ხოჯალინის გენოციდად''.
მასალის გამოყენების პირობები






