გასულ წელს ოჯახის ახლობელმა, რომელიც ერთადერთი იყო იმ სოფელში ვისაც ინტერნეტთან წვდომა ჰქონდა, იაჰიას ამბავი სოციალურ ქსელში გაავრცელა და საზოგადოებას ამ ოჯახის დახმარებისკენ მოუწოდა. მას იმედი ქონდა, რომ იპოვიდა ისეთ ექიმს რომელიც იაჰიას პრობლემის მოგვარებაში დაეხმარებოდა, თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში, მან ვერ იპოვა ექიმი, რომელიც დათანხმდებოდა.
საბედნიეროდ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ცნობა, რომ 4 წლის ბიჭის ამბავი ავსტრალიაში მცხოვრებმა მაროკოელმა ქალმა, ფატიმა ბარაკამაც წაიკითხა და გადაწყვიტა იაჰიას დახმარებოდა. ექიმების მსგავს ოპერაციაზე დათანხმება მასაც გაუჭირდა, თუმცა საბოლოოდ ავსტრალიელმა ექიმმა ტონი ჰოლმსმა თანხმობა განაცხადა. ოჯახი ავსტრალიაში ჩავიდა. ოპერაცია ამა წლის თებერვალში ჩატარდა, ის 18 საათი, მძიმე პირობებში მიმდინარეობდა. პატარა ბიჭმა თითქმის ნახევარი სისხლი დაკარგა და არსებობდა საშიშროება რომ მას ოპერაციის პროცესისთვის ვერ გაეძლო. ოპერაციამ საბოლოოდ მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა მის პოზიტიურ შედეგებზე ექიმებმა საუბარი მხოლოდ 4 თვის შემდეგ დაიწყეს.
იაჰიას სახეზე კიდევ რამდენიმე ოპერაციის გაკეთება დასჭირდება რათა მას ცხვირისა და თვალების პროტეზები გაუკეთდეს.
ნინო ზედგენიძე
მასალის გამოყენების პირობები