კინოცენტრის დირექტორის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა
საზოგადოება - 13:39, 26 Feb, 2013     356


კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა სხვადასხვა დოკუმენტებთან ერთად, კინოცენტრის განვითარების სამწლიანი პროგრამა უნდა წარადგინონ.

კონკურსი ორ ეტაპად გაიმართება. პირველ ეტაპზე კანდიდატურები შეირჩევიან მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. მათგან ის კონკურსანტები, რომლებიც არ იქნებიან მიწვეულები მეორე ტურზე, ავტომატურად ეთიშებიან კონკურსს. მეორე ეტაპზე კი, გასაუბრება ჩატარდება. საბუთები მიიღება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საქმის წარმოების სამმართველოში 2013 წლის 15 მარტის 18:00 საათამდე.

ეროვნული კინოცენტრის ყოფილ დირექტორს - თამარ ტატიშვილს, თანამდებობაზე ყოფნის ვადა 25 თებერვალს ამოეწურა. კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას განცხადებით, ტატიშვილის მოღვაწეობა განსაკუთრებით წარმატებული და ნაყოფიერი იყო. მის სახელს უკავშირდება საქართველოს ევროპის საბჭოს კინოს მხარდაჭერის ფონდში „ევრიმაჟი“ გაწევრიანება; საქართველოს მიერთება ისეთ ორგანიზაციასთან, როგორიცაა „ევროპული კინოს პრომოუშენი“; ეროვნულ კინოცენტრში ევროპული კოპროდუქციების დაფინანსების კონკურსის შემოღება; წამყვანი საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობა და ა.შ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42