შს სამინისტროს მინი-ფეხბურთის შიდა ტურნირის ფინალისტი გამოვლინდა
სპორტი - 11:30, 30 Jun, 2015     1406
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგაზაფხულო ტურნირის ჩემპიონი მინი-ფეხბურთში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გუნდი გახდა. გუნდმა გამარჯვება 13 ივნისის სტიქიის დროს გარდაცვლილი მაშველის, ზურაბ მუზაშვილის ხსოვნას მიუძღვნა.
ტურნირის ფინალში ერთმანეთს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს გუნდები შეხვდნენ. შეხვედრის ძირითადი დრო გუნდებმა ფრედ 1:1 დაასრულეს, ხოლო დამატებითი ტაიმების დროს ორივე გუნდმა ანგარიშის გაზრდა შეძლო და დამატებითი დროის ამოწურვის შემდეგ ანგარიში კვლავ ფრედ, 2:2 დასრულდა. წესების შესაბამისად დაინიშნა პენალტების სერია, სადაც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ გამარჯვების მოპოვება შეძლო და შეხვედრაც ანგარიშით 4:3 დასრულდა.
ტურნირის მეორე ადგილზე შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გუნდი, ხოლო მესამე ადგილზე შსს-ს დაცვის პოლიციის გუნდი გავიდა.
გამარჯვებულ გუნდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თასი, მედლები და სიგელები გადაეცათ. ასევე გამოვლინდა ტურნირის ბომბარდირი - გიორგი ბუხრაშვილი (კონტრდაზვერვის დეპარტამენტი) და საუკეთესო მეკარე - გოჩა დათიაშვილი (სასაზღვრო პოლიცია).
მატჩს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ცინარიძე და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი ესწრებოდნენ. ფეხბურთელებს შსს-ს სხვადასხვა დეპარტამენტის და დანაყოფების თანამშრომლები გულშემატკივრობდნენ.
ტურნირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ინიაციატივით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფოს საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის გუნდებს შორის 2015 წლის 20 მაისიდან მიმდინარეობდა.
ჩემპიონატი წრიული სისტემით ჩატარდა და მასში შინაგან საქმეთა სამინისტროს 27 ქვედანაყოფმა მიიღო მონაწილეობა. ტურნირს მსაჯობდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაქვემდებარებაში მყოფი, ფიფა-ს ფუტზალის არბიტრები.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42