"ვიკილიქსმა" აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების წარმომადგენლების მიერ საფრანგეთის მთავრობის მაღალჩინოსნების სატელეფონო მოსმენებზე ახალ მასალები გამოქვეყნა. საუბარია საფრანგეთის ორი ფინანსთა მინისტრის სატელეფონო ჩანაწერებზე.
ანგარიშის თანახმად, აშშ ორ ფრანგ მაღალჩინოსანს უთვალთვალებდა, ასევე წლების განმავლობაში ფლობდა ინფორმაციას საფრანგეთის ექსპორტის, ვაჭრობისა და ბიუჯეტისა შესახებ.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ვებ გვერდმა სკანდალური დოკუმენტი სახელწოდებით „ჯაშუშობა ელისეის სასახლეში“ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო 2006-2012 წლებში საფრანგეთის პრეზიდენტებს - ჟაკ შირაკს, ნიკოლა სარკოზისა და ფრანსუა ოლანდს უთვალთვალებდა. გავრცელებული ინფორმაციით, საიდუმლო მასალები სატელეფონო საუბრებსა და ელექტრონულ მიმოწერებს მოიცავს.
შეერთებული შტატების დაზვერვა „ვიკილიქსის“ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.
მასალის გამოყენების პირობები






