У нас в Советском Союзе секса нет!
საზოგადოება - 12:57, 26 Feb, 2013     3585

 

 

თან, ამის გამო ცოდვის შეგრძნებით, ფარული სიხარულით, ინტერესითა და სირცხვილით ერთნაირად ვიწვოდით... აი, ძმაო, ბიზნესი!

 

სექსის თემა ვერა და ვერ მოიყირჭა მსოფლიომ, მარადიულია, მოდიდან არ გადადის. თუ "ნიუ-იორკ თაიმსს" ვენდობით (ან კი რატომ არ უნდა ვენდოთ?), "დღესდღეობით, პორნოგრაფია (სატელიტური და საკაბელო არხებით გაშვებული ფილმები, ინტერნეტის ვებ-საიტები, სექსი ტელეფონით, "სექს-სათამაშოები" და თემატური ლიტერატურა) უფრო შემოსავლიანია, ვიდრე პროფესიონალური ფეხბურთი, კალათბურთი და ბეისბოლი ერთად აღებული.

 

მასში ამერიკელები ყოველწლიურად უფრო მეტ ფულს იხდიან, ვიდრე კინოს ბილეთებში, ყველა წარმოდგენასა და შოუში ერთად აღებული. პორნოგრაფია 10 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ხოლო ბროდვეიზე განლაგებული თეატრების შემოსავალი 600 მილიონს აღწევს."

 

აქვე ერთი საინტერესო ფრაზა: "დღეს პორნობიზნესისნაირი ბიზნესი არ არსებობს, ამას არავინ უყურებს, მაგრამ მისი ჩვენება არასდროს წყდება".

 

ოჰ, ეს "გარყვნილი" ამერიკელები... ღმერთმა დაგვიფაროს... ჩვენთან პორნოგრაფიად "სიყვარული ვენახში" ითვლება... )))))

 

რისი "შოპიო"?!

 

მართალია, "სავეცკი საიუზი" გვეგოიმება და საერთოდ, რაღა დროს ეგეთებია... მაგრამ ის განა ნაკლები სიგოიმეა, რაც შენი არაა, ძალით რომ იწებებ?

 

გახსოვთ? წლების წინ სენსაციური ახალი ამბავი მოვისმინეთ საინფორმაციო გამოშვებაში - თბილისში სექს-მაღაზია გაიხსნაო. უცებ კარგად ვერც გავიაზრეთ, რა შეიძლება იქ გაყიდულიყო. "მაღაზიაში შესვლის ფასი ერთი ლარია." - ამ ფრაზამაც არანაკლები გაოცება გამოიწვია.

 

მერე, როგორც მოსალოდნელი იყო, ატყდა ერთი ამბავი, რომ ასეთი გარყვნილების დაანონსებას ვერ დავუშვებდით, რომ ეს... რომ ის... სანამ სხვები დავობდნენ, ვიღაცამ პრობლემა მარტივად გადაჭრა:

 

დაავლო ხელი საღებავის ქილას, მივიდა ღამით "სექს-შოპთან" და ეს საღებავი ვიტრინას შეასხა. ამან ახალი ვნებათაღელვა გამოიწვია. გაზეთები აჭრელდა ტექსტებით:

 

"უცნობმა ხულიგანმა თეთრი საღებავი შეასხა თბილისში პირველ სექს-შოპ "აფროდიტეს" ვიტრინას. დილით სამსახურში მისულმა მაღაზიის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ უცნობმა საღებავი განსაკუთრებული მონდომებით ვიტრინის იმ ნაწილს შეასხა, სადაც იდგა პანო, შიშველი ქალის ტორსით. ცნობილი არ არის, თუ რომელ მოძრაობას ან პარტიას ეკუთვნის ზნეობისათვის მებრძოლი ეს პირი."

 

სხვადასხვა ინცინდენტისთვის პოლიტიკური სარჩულის გამოკერება ჩვენთან ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ამ კონკრეტულმა ამბავმა ხალხი გაახალისა. კიდევ ბევრი სახალისო ითქვა და დაიწერა.

 

არა, რაა, არ ვართ ჩვენ "სექს-შოპის" გამგები და მიმღები ხალხი. რატომ ვცდილობთ ჩვენთვის მიუღებელი რაღაცების მიწებებას, ვითომ უფრო ევროპელები გვინდა გამოვჩნდეთ? გვინდა კი?

 

ალო, სექს-შოპია?

 

,,სექსი ტელეფონით" - არსებობს ასეთი გართობა. გართობაა თუ ტელეფონდამოკიდებულება? საერთოდ, რა ტიპის ხალხი მიმართავს ამ მომსახურებას?

 

1. ადამიანები, ვისაც რეალური სექსის შანსი (სხვადასხვა მიზეზის გამო) არა აქვთ;

2. მორცხვები, ვინც რეალურად ადამიანებთან მსგავს დიალოგს, უბრალოდ, ვერ გაბედავენ;

3. ადამიანები, რომელთა ფანტაზია, შესაძლოა, შორს მიდის, მაგრამ ჯიბე ბევრს ვერ გასწვდება.

 

"სექსი ტელეფონით", ძირითადად, მაინც მარტოხელების ან კომპლექსიანების (ან ორივე ერთად) თავშესაფრად მოიაზრება, მაგრამ როგორც ჩანს, არც მთლად ასეა საქმე.

 

უცხოურმა პრესამ დაბეჭდა სტატია, სადაც მოთხრობილია, რომ მშვენიერი და მდიდარი ბრიტნი სპირსი, არც მეტი, არც ნაკლები, სატელეფონო სექსითაა გატაცებული. ოღონდ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ბრიტნი მხოლოდ ყოფილ ქმართან ატარებს ღამეებს სექს-საუბრებში.

 

სპირსის ერთ-ერთ მეგობარს მოუყოლია: "როცა ბრიტნის უძილობა სჭირდა, გადაწყვიტა კევინთან დარეკვა. იყო ღამის ორი საათი. მათ ცოტა ისაუბრეს შვილებზე, დანარჩენი დრო კი ეხებოდა სექსს და სხვა დანარჩენს, რაც წელს ქვემოთ მდებარეობს. მათი "სექსი ტელეფონით" ხდება მხოლოდ კვირაში ერთხელ.

 

რაც მათ დღემდე აკავშირებთ - ეს საუბრებია სექსსა და მისი აუცილებლობის შესახებ. მას შემდეგ, რაც ისინი იკმაყოფილებენ თავიანთ მოთხოვნილებებს, მათ აღარაფერი აკავშირებთ, არანაირი ურთიერთობა".

 

მამაკაცებმა, რომლებიც "სექსი ტელეფონით" სარგებლობენ, წუთით რომ შეავლონ თვალი ყურმილს იქით, ქსოვაში გართულ მსუქან, დანაოჭებულ ქალბატონებს, საეჭვოა, ამ ბიზნესის მესვეურთ ბანკის ანგარიშების გახსნა მოეხერხებინათ. ყურმილს იქით მყოფი ქალებისთვის ეს ჩვეულებრივი სამსახურია - ერთფეროვანი და დამღლელი. ყურმილს აქეთ მყოფთათვის რაცაა, ისედაც იცით...

 

და კიდევ ერთი დეტალი: ჩემი ერთი მეგობარმა, რომელიც ახლაც მოქმედი ჟურნალისტია, მიამბო, რომ ჯერ კიდევ 1997 წელს, როცა "სექსი ტელეფონით" საქართველოში სულ ახალი ხილი იყო, ხელში ჩაუვარდა საქართველოს პარლამენტში მისული საგადასახადო დავალებათა ქვითრები და აღმოჩნდა, რომ იმხელა შენობაში ერთი თვის მანძილზე გახარჯული ელექტროენერგიის საფასური ბევრად უფრო ნაკლები იყო, ვიდრე პარლამენტის საქალაქო ნომრებიდან მაშინ თბილისში ერთადერთ, "სექს-ტელეფონზე" დარეკვის ხარჯები. ისიც კი მითხრა, რომელ მაშინდელ პარლამენტარს ჰქონდა ნასაუბრები "სექს-გოგონასთან" მთელი 62 საათი და 18 წუთი თვეში..

 

მაგრამ ამაზე, როგორმე, სხვა დროს...





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42