კანადამ რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სტეფან ჰარპერის განცხადებაშია ნათქვამი, სავიზო შეზღუდვები დაუწესდა რუსეთის სამ მოქალაქეს, „ახალგაზრდა ევრაზიული კავშირის“ წევრებს. „შავ სიაში“ მოხვდნენ რუსული ნავთობკომპანია "გაზპრომი", „გაზპრომნეფტი“,"ტრანსნეფტი" და სხვა, ასევე პუტინთან დაახლოებული ბაიკერების ჯგუფი "ღამის მგლები".
სანქციები გამკაცრდა ყირიმის წინააღნდეგაც. კანადამ ყირიმში ყოველგავრი სავაჭრო, საინვესტიციო ურთიერთობები, ფინანსური მომსახურებები აკრძალა.
"სანამ მშვიდობა არ დაისადგურებს, სანამ საოკუპაციო ჯარები არ დატოვებენ უკრაინის ტერიტორიას და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება აღდგენილი, პრეზიდენტ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ზეწოლა უნდა გაგრძელდეს" - ნათქვამია ჰარპერის განცხადებაში.
რუსეთის მირ ყირიმის ოკუპაციის გამო, კანადის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები და „შავი სია“ 200-ზე მეტ რუსულ კომპანიას და ფიზიკურ პირს მოიცავს.
მასალის გამოყენების პირობები






