ქართველი ექსპერტების საიდუმლო СИРობა რუსეთში
პოზიცია - 12:52, 26 Feb, 2013     6955

სახელმწიფო, რომელიც საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას, აღადგინოს წესრიგი და კანონიერება თავის ტერიტორიაზე, მის მიერვე განიხილება როგორც გენოციდის მომწყობა -განწირულია.
სახელმწიფო, რომელიც ოკუპანტ ქვეყანაში უშვებს ისეთ მსტოვრებს, რომლებსაც ერთი კაცის სიძულვილს საკუთარი სამშობლოს სიძულვილში ურევს - განწირულია.
სახელმწიფო, რომელიც ოკუპანტთან რაღაც მითიურ „კულტურული“ ურთიერთობის აღდგენას არეკლამებს თავის მოქალაქეებში - განწირულია
სახელმწიფო, რომელის ექსპერტები და თანამდებობის პირები პირდაპირ აცხადებენ, მისი ტერიტორიების, რომელიც ოკუპირებიული აქვს მეზობელ სახელმწიფოს არის „ბალასტი“ და ის უნდა ვაღიაროთ როგორც დამოუკიდებელი საერთაშორისო ერთეულები - განწირულია.
სახელმწიფო, რომლიც ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ომის დაწყებას ამ სახელმწიფოს აბრალებს - განწირულია
სახელმწიფო, რომელიც არათუ სხვის, არამედ საკუთარ შეცდომებზეც კი ვერ სწავლობს ვერაფერს - განწირულია
დიახ, ეს ყველაფერი საქართველოზეა, საქართველოზე რომელმაც არათუ სხვის შეცდომებზე, საკუთარ შეცდომებზეც კი ვერაფერი ვერ ისწავლა.
საქართველოზე, რომლის სახელითაც შეუძლია ყველამ ილაპარაკოს, თავისი აზრი გამოთქვას ამა თუ იმ მოვლენაზე და ეს გაასაღოს როგორ მთლიანად საქართველოს ხედვა, რადგან ამისთვის მას პასუხს არავინ მოსთხოვს, რადგან მას დაუსჯელობის განცდა აქვს.
საქართველოზე, რომლის მცხოვრებთა გარკვეული ნაწილი, 1 პიროვნების სიძულვილი მთლიანად სახელმწიფოს სიძულვილში აქვს გადატანილი, თავის ანტიუსახელმწიფოებრივ ნაბიჯებს, განცხადებებს ამართლებს იმით, რომ მას სძულს ეს პიროვნება. არადა რეალურად ის იმდენად იმ პიროვნებას ვერ აკლებს ვერაფერს რამდენადაც სახელმწიფოს.
გასაგებია მათი ამ პიროვნებისადმი სიძულვილი, მაგრამ ვერანაირ ახსნას ვერ ვუძებნი ამ კაცის სიძულვილის გამო, ამ პიროვნებების მიერ ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმნას და გამონათქვამებს.
სულ რამდენიმე დღის წინ საქართველოდან წასულები იყვნენ ქართველი „ექსპერტები“ ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებში, სახალხო დიალოგის აღსადგენად. ნუ საქართველოში იმდენი „ექსპერტია“, რომ არათუ საქართველოს ან ჩვენს რეგიონს, არამედ მთელს დედამიწის მაცხოვრებლებს ეყოფათ.
ძალიან საინტერესოა თავად ამ „ექსპერტ-სახალხო დიპლომატთა“ შემადგენლობაც.
1. შოთა აფხაიძე - ყოფილი პოლიტპატიმარი. (პოლიტპატიმრის სტატუსი მიანიჭა საქართველოს ახალმა მთავრობამ)
2. გულბაათ რცხილაძე - ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, საიტის "საქართველო-რუსეთი: ექსპერტული დიალოგი"-ს თანარედაქტორი, პოლიტილოგი.
3. ნანა დევდარიანი - პოლიტოლოგი, ჟურნალისტი, არასამთავრობო ორგანიზაციის „კავკასიური თამშრომლობა“ ხელმძღვანელი, 2000-2003 წლებში ყოფილი სახალხო დამცველი, 2003 წელს ცეესკოს თავმჯდომარე.
4. გიორგი გვიმრაძე - სტრატეგიული კვლევის ცენტრის ექსპერტი.
5. დემურ გიოხელიძე - დამოუკიდებელი ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, საქართველოს პარლამენტის დარგობრივის ეკონომიკის კომიტეტის ექს-თავმჯდომარე.
6. გიორგი კანაშვილი - პოლიტოლოგი, არასამთავრობო ორგანიზაცია "კავკასიის სახლის" ხელმძღვანელი
ძალიან უცნაურია, როდესაც ესეთი შემადგენლობა ჩადის ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებში, თან ისე რომ ინფორმაცია ფაქტიურად არ ვრცელდება ქართულ წყაროებში, გავრცელდა ერთ-ერთი მატგანის მხოლოდ მშრალი ინფორმაცია რომ მიემგზავრებიან რუსეთში, ოღონ რისთვის, ვისთან, რა საკითხების განსახილველად ეს ფაქტიურად ფარულია, ინფორმაცია საქართველოში გავრცელდა რუსული ინტერნეტრესურსებში, მათი ვიზიტის გაშუქების შემდგომ.
თან პირველივე ინფორმაცია რაც რუსულმა წყაროებმა გამოაქვეყნეს ისაა, თუ შოთა აფხაიძემ როგორ აღიარა ოსების გენოციდი რომელიც ქართულმა მხარემ მოუწყო 2008-წელს.


"События августа 2008 года - это прямая агрессия, авантюра, которую устроил Саакашвили вместе с администрацией президента Буша. Они напали в прямом смысле на спящий город и бомбили в невиновных людей. И после этих действий Саакашвили оправдывается, что строил демократию и защищал права человека, как будто приближал Грузию к Западу. Саакашвили поступил как последний человек, это по моим понятиям геноцид осетинского народа. Он должен быть передан международному трибуналу",- заявил журналистам член грузинской делегации Шота Апхаидзе.
"2008 წლის აგვისტოს მოვლენები - ეს პირდაპირი აგრესიაა, ავანტიურა, რომელიც სააკაშვილმა მოაწყო პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციასთან ერთად. ისინი, პირდაპირი მნიშვნელობით თავს დაესხნენ მძინარე ცხინვალს და ბომბავდნენ უდანაშაულო ადამიანებს. იმ დღეების შემდეგ სააკაშვილი თავს იმართლებს, რომ დემოკრატიას აშენებდა და ადამიანის უფლებებს იცავდა და თითქოს საქართველოს დასავლეთთან აახლოებდა. სააკაშვილი უკანასკნელი ადამიანივით მოიქცა, ჩემი გაგებით ეს ოსი ხალხის გენოციდია. ის საერთაშორისო ტრიბუნალს უნდა გადაეცეს", _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ქართული დელეგაციის წევრმა შოთა აფხაიძემ.
ამ განცხადების ავტორს, თავმოყვარე ქვეყანა და ამ ქვეყნის თავმოყვარე მთავრობა, არათუ მიანიჭებდა პოლიტპატიმრის სტატუსს, არამედ სახელმწიფოს ინტერესების ღალატისთვის გაასამართლებდა. ეს არის შენი ქვეყნის მიერ გენოციდის მოწყობაში დადანაშაულება.
გასაკვირია ამ დელეგაციაში შემავალი სხვა პირების რეაქცია აფხაიძის ამ განცხადებაზე, მათი ადექვატური რეაქცია იქნებოდა თუ ისინი აფხაიძეს ჩამოაცილებდნენ შემდგომ დაგეგმილ ღონისძიებებს და საქართველოში გამოუშვებდნენ, ეს იმ შემთხვევაში თუ ისინი არ ეთანხმებიან აფხაიძის ამ სამშობლოსგამყიდველურ განცხადებას. მაგრამ მათი დუმილი ნიშანია იმისა რომ დელეგაციის სხვა წევრებიც აფხაიძის აზრისანი არიან.
შეიძლება თქვათ, რომ ეს პირადად აფხაიძის აზრია, და პირადად ამ დელეგაციში შემავალი საქართველოს მოქალაქეების, მაგრამ მაშინ გასაკვირია საქართველოს მთავრობის დუმილიც, რადგან საქართველოს ახალი მთავრობის არცერთ წევრს არ დაუგმია აფხაიძის ეს განცხადება და სხვა დელეგატთა დუმილი. თუმცა ამაში გასაკვირი აღარც უნდა იყოს ჩვენთვის, რადგან წინასაარჩევნო პერიოდში თავად საქართველოს ეხლანდელმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა საკუთარი აზრი 2008 მოვლენის შესახებ-მან იად თქვა რომ „ომი“ საქართველომ დაიწყო, საქართველოს მთავრობის ზოგიერთი წევრი ხომ ღიად აფიქსირებდა თავის დამოკიდებულებას ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით, ზოგიერთ პიროვნებას, რომელელნიც დღეს საქართველოს მთავრობაშია აცხადებდნენ რომ საქართველოს სიძლიერე ოკუპირებული რეგიონების აღიარებით განისაზღვრება, რომ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და შევეშვათ აფხაზეთ-სამაჩაბლოს საქართველოში დაბრუნების მცდელობებს, რომ არ განიხილავენ აფხაზეთ-სამაჩაბლოს, როგორც საქართველოს შემადგენელ ტერიტორიულ ერთეულს და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ.
დიახ, ეს ყველაფერი მათ მიერ ითქვა და გაჟღერდა. დიახ, არსებობს ამის ჩანაწერები, ინტერვიუები და ასე შემდეგ. ხოდა სხვას ველოდით რამ,ეს აფხაიძის და ამ დელეგაციაში შემავალ სხვა პირებთაგან? პირადად მე არა, რადგან ეს ყველაფერი ნათელი იყო ისედაც. საქართველოს მთავრობაში მოსულნი არც ისე სულელები არიან, რომ აფხაზეთ-სამაჩაბლოს პირდაპირი აღიარება გაბედონ, არა, ამას ისინი ვერ(და არა „არ“) იზამენ, მაგრამ ისეთ სიტუაცის შექმნიან , რომელიც თავად აფხაზ და ოს სეპარატისტების წისქვილზე დაასხავენ წყალს (იგივე რკინიგზის გახსნა, იგივე გაზის შეყვანა და სხვა).
დიდი ბინძური თამაში მიდის-ერთის მხრივ საქართველოს მთავრობას უჭირავს „არაღიარების“ კურსი, და მეორეს მხრივ კი ის დგავს პრორუსულ და პროსეპარატისტულ ნაბიჯებს, ხშირად ჩემთან დიალოგში ოპონენტებს უთქვიათ, რომ „რკინიგზის გახსნა თავდ აფხაზებს არ აწყობთო და პრეტენზიებს გამოთქვავენო“-ეს უსუსრი არგუმენტია, სეპარატისტების ეს ქცევა ჰგავს იმ გასათხოვარი ქალის ქცევას, რომელსაც გათხოვებას უპირებენ, სასიძოც შეურჩიეს, საპატარძლო სასტიკ უარზეა, მაგრამ ამავე დროს ქორწილის პირველ ღამეზე ოცნებობს.
საქართველოს წინა ხელისუფლებასაც 2008-მდე არ ჰქონდა გამოკვეთილი პოლიტიკა ჩრდილო კავკასიაში მაცხოვრებელ ხალხთან მიმართებაში, მაგრამ 2008-მ ჭკუა ასწავლა მათ და აშკარად დიდი და კარგი ნაბიჯები იქნა გადადგმული, თუნდაც მაგალითად იგივე ჩერქესების გენოციდის აღიარება, ამ ნაბიჯის დადებითი შედეგების არდანახვა არის თავის ძალით დაბრმავების მცდელობა.
დღეს კი საქართველოს ახალი მთავრობა აშკარა პრორუსულ და პროსეპარატისტულ ნაბიჯებს დგავს, გეოპოლიტიკას ვერ აუხსნი სოფელში მაცხოვრებელ გლეხს, ის შედეგებს ხედავს მარტო, და საქართველოს უმრავლესობამ რომ შედეგები „ვერ“ დაინახოს, საჭიროა მისი ყურადღების გატანა ისეთ საკითხებზე როგორიცაა ოცნებასა და ნაცმოძრაობას შორის გაჩაღებული დაჭერობანა დამალობანას თამაში. საქართველოს ახალი ხელისუფლება, საქართველოს მოსახლეობას სულ ახალ და ახალ გასართობ სანახაობებს აწვდის-მაგრამ რამდენ ხანს შესძლებს ის მოსახლეობა გაართოს ამ სანახაობებით?
რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტის უმცირესობამ წამოაყენა წინადადება რომ 23 თებერვალი, რომელიც მართლაც რომ მთელი კავკასიისთვის ტრაგიკული დღეა და არა მარტო რომელიმე კავკასიაში მაცხოვრებელი ხალხისთვის-გამოცხადებულიყო „კავკასიის ერთიანობის დღედ“. სრუალიად მოულოდნელად (მავანთთვის და არა კავკასიის და გეოპოლიტიკაში ჩახედული ხალხისთვის) ამ წინადადებამ დიდი აღშფოთება გამოიწვია საპარლამენტო უმრავლესობაში და საქართველოში არსებულ პრორუსულ ძალებში. მაგალითად იგივე „ერეკლე მეორეს“ საზოგადოების თავმჯდომარის არჩილ ჭყოიძის აზრით, ეს გამოიწვევს რუსეთის გაღიზიანებას.
ჩვენ ვცდილობთ არ გავღიზიანოთ რუსეთი და დავთმოთ ჩვენი ინტერესები? იქნებ ახალ მთავრობას ისეთი გამოგონება აქვს რომ საქართველოს ამოჭრის კავკასიიდან და საღაც შუა ოკეანეში გადაიტანს?
რუსეთს აღიაზიანებს:
1. 26 მაისი-საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, რადგან ის საქართველოს ისევ თავის ტერიტორიად თვლის - გავაუქმოთ ეს დღე, ნუ გავაღიზიანებთ რუსეთს
2. საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენაც აღიზიანებს რუსეთს- მაშინ ნუ გავაღიზიანებთ მას და ვიყოთ უბრალოდ საეგზარხოსო.
3. აღიაზიანებს როდესაც ქართველი აფხაზეთ-სამაჩაბლოს საქართველოს ნაწილად განიხილავს - ნუ გავაღიზიანებთ რუსეთს და დავივიწყოთ ეგ ტერიტორიები

და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

მაგრამ რუსეთს ყველაზე მეტად ქართველის არსებობა აღიზიანებს-ხოდა ნუ გავაღიზიანებთ რუსეთს, დავთქვათ ერთი დღე და ყველა ქართველმა ერთდროულად, რუსეთის გასახარად ხარაკირი გავიკეთოთ.

თქვენ პირად ურთიერთობაში სხვა პირებთან ყოველთვის საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით მ,ოქმედებთ, და რაღა ეხლა უყურებთ რუსეთს და ითვალისწინებთ მის ინტერესებს?
P.S. ამის შესახებ არ ვაპირებდი საუბარს, რადგან ველოდი რომ ჩემს სათქმელს სახელწიფო იტყოდა, მაგრამ მოვტყუვდი, გავიდა 21 თებერვალი, გავიდა 23 თებერვალი, გავიდა 25 თებერვალი და არანაირი უარყოფითი რეაქცია არ ყოფილა სახელმწიფოს არცერთი მოღვაწის თუ თანამდებობის პირის მიერ, და ეს მაფიქრებს რომ ზემოთჩამოთვლ „ექსპერტებმა“ საქართველოს დღევანდელი მთავრობის პოზია დააფიქსირეს და ზუსტად ამ პოზიციის პროპაგანდას ეწევიან ჩრილო კავკასიის მაცხოვრებლებთან-პოზიციას, თუ საქართველომ როგორ დაუთმო თავისი სასიცოცხლო ინტერესები რუსეთს.

გიორგი შარაშენიძე
სპეციალურად ,,ნიუპოსტისთვის“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42