ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, საბერძნეთის მთავრობის მიერ რეფერენდუმის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება „ღალატის“ ტოლფასია.
იუნკერმა, საბერძნეთის პრემიერი შანტაჟშიც დაადანაშაულა. მისი თქმით, ციპრასი კრედიტორებთან მოლაპარაკებისას მუქარის ტონსაც იყენებდა, თუმცა მიუხედავად ამისა, კრედიტორები ხელშეკრულების დასაადებად მაინც მზად იყვნენ. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, საბერძნეთის მეგობრები თავს მოტყუებულად გრძნობენ.
შეგახსენებთ, საბერძნეთის პარლამენტის გადაწყვეტილებით, 5 ივლისს, საგარეო ვალის შესახებ ქვეყანაში რეფერენდუმი ჩატარდება. მოსახლეობამ პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას – უნდა გადაიხადოს თუ არა ქვეყანამ წლების განმავლობაში დაგროვილი მრავალმილიარდიანი კრედიტი, რომელიც ათენს დეფოლტის თავიდან ასაცილებლად ევროკავშირმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოუყვეს.
მასალის გამოყენების პირობები






