,,ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ, რომ საქართველოს ემსაპნიძლა ესოდენ დიდი თამაშისთვის, ზუსტად ქართველი გულშემატკივრისთვის ვზრუნავდით, თუ ვინმეს სადმე უნახავს 30 ევროიანია ან 7 ევროიანი ბილეთი, არ ვიცი“ - განაცხადა არველაძემ.
იღებს თუ არა პასუხისმგებობას ფეხბურთის ფედერაცია - არველაძე ამბობს, რომ ეს შეკითხვა არასწორად არის დასმული, ,,რა შუაშია ვიყავით თუ არა ჩვენ პასუხისმგებელი? ბილეთები.გე არის ერთადერი რომელიც ოპერირებდა ასეთი დონის ონლაინგაყიდვებთან დაკავშირებით. უეფას ჰყავს თავისი წარმომადგენელი და დაწყებული აეროპორტით დამთავრებული ბილეთებით, ყველასთან ფეხბურთის ფედერაციამ გააფორმა ხელშეკრულება“ - განაცხადა არველაძემ.
რაც შეეხება ყაველაშვილი კითხვას იმის თაობაზე, რომ სწორედ ზვიად სიჭინავამ განაცხადა, რომ უეფამ ხელშეკრულება ბილეთები.გე-სთან გააფორმა, არველაძემ უპასუხა, რომ მას არ მოუსმენია მსგავსი განცხადება.
,,მომასმენინე ეს კომენტარი... ხომ გაქვს კაი ტელეფონი“ - მიმართა რეზი არველაძემ მიშა ყაველაშვილს.
,,ჩემი თხოვნა იქნება, რომ საზოგადოებას ნუ ჩავაგდებთ იმ მდგომარეობაში, რომ ვაი დედა ბილეთებს ვეღარ იყიდით, ბილეთებს ისედაც იყიდიდა შეზღუდული რაოდენობის ადამიანები. ვერ იყიდის 50 ათასიან სტადიონზე 150 ათას ბილეთს და ვერც 60 ათასს. რაც შეეხება იმას, თუ რამდენი კაცი ჩამოვა სევილიიდან და ბარსელონადაც, სასაცილო რაღაცეებს ნუ ლაპარაკობთ, ვინ რა იცის? თუ ნაკლები ჩამოვა, ის ბილეთებიც შეიძლება ქართველ გულშემატკივარს შეხვდეს“ - განაცხადა რეზი არველაძემ
რაც შეეხება იმას, თუ რა არის გამოსავალი და რა რეკომენდაციას იძლევა უეფა, არველაძემ აღნიშნა, რომ უეფასთან იყო შეთანხმება, რომ ბილეთები გაყიდულიყო ონლაინ და არა სალაროებში, რადგან მისი თქმით, ეს თამაში არის ევროპული დონის თამაში, უეფას თამაშია და ამიტომ უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი ევროპული გულშემატკივრებისთვისაც. ,,ვეთანხმები იმ გადაწყვეტილებას რომ ონლაინ უნდა ყოფილიყო გაყიდვა. გავავრცელებთ ინფორმაციას დროსთან და ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით თუ როგორ გაგრძელდება ბილეთების გაყიდვა“ - განაცხადა რეზი არველაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






